დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 26, 2014

ფ1-ის ამბები

‘Impossible’ to compete in both F1 and LMP1 – Ferrari
26 სექტემბერი
***
„ფერარის“ თანმფლობელი პიერო ფერარი ამბობს, რომ ერთდროულად ფორმულა ერთისა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა პრაქტიკულად შეუძლებელია:

„ჩემი აზრით, LMP1 და ფ1-ის პროგრამების ერთდროულად თავის გართმევა პრაქტიკულად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა. ეს წარმოუდგენლად რთული იქნება როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ფინანსურადაც. უნდა აირჩიო ან ერთი, ან მეორე“, - ამბობს ფერარი.

***
როგორც ფელიპე მასა ამბობს, „უილიამსი“ მისთვის ფ1-ის კარიერაში ბოლო გუნდი იქნება. თუმცა ის არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენ ხანს აპირებს დიდი პრიზების ცირკში დარჩენას: „არ ვიცი, აქ კიდევ რა დროს გავატარებ. ვფიქრობ, შესაძოა „უილიამსი“ ჩემთვის ბოლო გუნდი იყოს. უფრო სწორედ, ეს ჩემი ბოლო გუნდი იქნება“.

***
ფორმულა ერთის გუნდების უმეტესობას არ მოსწონს სამი მანქანით ასპარეზობის იდეა. მათ შორისაა „მერსედესი“ და მისი შეფი ტოტო ვოლფი: „მე ამ იდეის ფანი არ ვარ. მესამე მანქანა ჩვენთვის დამატებითი ხარჯია. პატარა გუნდებისთვისაც კი, ეს არ იქნება მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ სპონსორიანი პილოტების მოზიდვას შეძლებენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია“.

***
ბერნი ეკლსტოუნი თვლის, რომ რბოლებზე დასასწრები ბილეთების გაიაფება, გუნდებზეა დამოკიდებული. ბილეთების გაიაფებაზე ამასწინათ ტოტო ვოლფმა ილაპარაკა და სწორედ მათი სიძვირით ახსნა ის ფაქტი, რომ ბევრ რბოლას ცოტა მაყურებელი ესწრება.
„ჰკითხეთ ტოტოს, როგორ აპირებს ამას. თუ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მისაღები თანხების შემცირებას დათანხმდებიან, მაშინ ჩვენ ბილეთების ფასების გაიაფებას შევძლებთ“, - ამბობს ბერნი.

***
პირველი გუნდი, რომელმაც ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორი გამოიყენა, იყო „მინარდი“ (ახლანდელი ტორო როსო). 2001 წლის სეზონის მიწურულს, იტალიურმა გუნდმა, რომელიც როგორც ყოველთვის აუტსაიდერი იყო, ასეთი სისტემა თავის PS01-ზე გამოიყენა, რომელიც PS01B-ს სახელით, პირველად სპაზე გამოიყენა. „მინარდის“ ბოლიდებს იმ სეზონში ესპანელი ფერნანდო ალონსო, ბრაზილიელი ტარსო მარკეში და მალაიზიელი ალექს იონგი მართავდნენ.

***
„რედ ბული“ მზადაა, თავის ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს, გუნდის ახალბედა დანიელ რიკარდოს დახმარება სთხოვოს. ავსტრალიელი, ვისაც ამ სეზონში სამი გამარჯვება აქვს, ჯერაც ინარჩუნებს ტიტულის თეორიულ შანსს...

No comments:

Post a Comment