დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 28, 2014

„რენო“ ჯუჯა „ტვინგოს“ FT ვერსიას გამოუშვებს

Renault Confirms Early Development of Twingo GT with 0.9L Turbo
28 აგვისტო
რამდენიმე წლის წინათ, „რენომ“ პატარა „ტვინგოს“ სპორტული ვერსია RS-ის წარმოება შეწყვიტა, რისი მიზეზიც, ამ ტემპერამენტიანი ჯუჯას ცუდი გაყიდვები იყო. ამის გამო, იყო იმის ალბათობა, რომ ბაზარზე ახალი „ტვინგოს“ გამოჩენას, მისი ტემპერამენტიანი ვერსიის გამოსვლა არ მოჰყვებოდა. მითუმეტეს, მესამე თაობის „ტვინგოს“ პლატფორმა, მძლავრ ძრავებთან შეუთავსებელია. მაგრამ როგორც ირკვევა, ასე სულაც არაა.
„რენოს“ შტო RS-ის შეფმა პატრის რატიმ, ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა, რომ ახალი „ტვინგოს“ ტემპერამენტიანი ვერსია ამჟამად შემუშავების ადრეულ სტადიაშია და წარმოებისთვის მზად 2016 წელს იქნება. მანვე დასძინა, რომ ავტომობილი, სამცილინდრიანი 0.9-ლიტრიანი TCe ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელიც ასევე გადის სრულყოფის პროცესს. სტანდარტულ „ტვინგოს“ (ისევე როგორც სმარტის ფორთუს და ფორფორს) ეს აგრეგატი 90 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს აძლევს.
რატის არ დაუდასტურებია, თუმცა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ძრავის სრულყოფაზე ასევე „დაიმლერის“ შინაური ტუნერი, „ბრაბუსიც“ მონაწილეობს. საბოლოო პროდუქტის სიმძლავრე 110-120 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება და არაა გამორიცხული, რომ ასეთი, არცთუ შთამბეჭდავი მახასიათებლების გამო (რაზეც რატი არაფერს ამბობს), „ტვინგოს“ ამ ვერსიას მეტსახელად RS-ის ნაცვლად, GT უწოდონ.

No comments:

Post a Comment