დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 28, 2014

„შევროლე კორვეტ სტინგრეი C7“ წინამორბედ C6-ზე პოპულარულია

Chevrolet Corvette Stingray C7 Outsells C6 By a Huge Margin
28 აგვისტო
„ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ „შევროლე კორვეტ სტინგრეი C7-ის“ გაყიდვების პირველმა წელმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ავტომობილი ერთ წელიწადში დაახლოებით იმდენივე გაიყიდა, რაც მისი წინამორბედი C6 ბოლო სამი წლის განმავლობაში. გასული წლის განმავლობაში, სულ 37 288 ცალი C7 გაიყიდა. ამ საუკუნეში ამაზე მეტი „კორვეტი“ 2005 და 2007 წლებში გაიყიდა (შესაბამისად, 37 372 და 40 561 ცალი).
„ჯენერალ მოტორსმა“ თავის სუპერ ავტომობილთან დაკავშირებული, სხვა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაციაც გაავრცელა. მაგალითად ის, რომ C7-ის გაყიდვების 35 პროცენტი იმ ვერსიებზე მოდის, რომლებიც 7-საფეხურიანი მექანიკური კოლოფითაა აღჭურვილი. 41 პროცენტი აღჭურვილია პაკეტ Z51-ით, რომელიც ავტომობილის მახასიათებლებს აუმჯობესებს. გაყიდული ავტომობილებიდან, 11 134 ეგზემპლარი კუპეა, 5 680 ეგზემპლარი Z51 პაკეტიანი კაბრიოლეტი. გაყიდვების 14 პროცენტი კი საბაზო კაბრიოლეტია.
„კორვეტ სტინგრეი C7-ის“ ყველაზე პოპულარული ფერებია „ჩირაღდნის წითელი“, „არქტიკის თეთრი“ და შავი. ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ფერი კი „კიროვანი ქვის მწვანეა“. რაც შეეხება ინტერიერს, აქ ყველაზე პოპულარულია „რეაქტრიული შავი ტყავი“, „ადრენალინის წითელი“ და „კალაჰარი“. ეკიპირებაში ყველაზე პოპულარულია ნავიგაცია UY4, რომლითაც გაყიდული C7-ის 82 პროცენტია აღჭურვილი.
გაყიდვები განსაკუთრებით წელს გაიზარდა. კერძოდ, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 20 804 ცალი „კორვეტ სტინგრეი C7“ გაიყიდა. ეს კი C6-ის შარშანდელი ანალოგიური პერიოდის გაყიდვებზე (6 344 ცალი) 227 პროცენტით მეტია. და ესეც არაა ყველაფერი. სპორტული ავტომობილების სეგმენტში, C7-მა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა უახლოესი მდევრები - „პორშე 911“ (6 017 ცალი) და „ბეემვეს“ მე-6 სერია (5 717 ცალი).

No comments:

Post a Comment