დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 27, 2014

„მაკლარენმა“ სატრეკო P1 GTR-ის ესკიზი გვიჩვენა

New 986bhp McLaren P1 GTR track special previewed
27 ივლისი
„მაკლარენმა“ ინტერნეტით თავის ფლაგმან P1-ის ბაზაზე შემუშავებული სატრეკო P1 GTR-ის ესკიზი გაავრცელა. ავტომობილის პრემიერა მალე პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმართება. ამ ავტომობილის ფასი 1.98 მილიონი გირვანქა სტერლინგია და მისი შეძენის საშუალება კომპანიის მხოლოდ იმ კლიენტებს მიეცემათ, რომლებსაც P1 აქვთ შეძენილი.

სატრეკო ავტომობილი P1-ზე მძლავრი და ტემპერამენტიანია. ამასთან, ახალი აეროდინამიკური ელემენტების და ბორბლების გაზრდილი კვალის წყალობით, ის მეტი ჩაჭიდებითაც გამოირჩევა და აქედან გამომდინარე, მოსახვევებსაც უფრო სწრაფად გადის. მისი 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდე არის გაზრდილი და უკეთესი ჩაჭიდებისთვის, უპროტექტორო (სლიკ) საბურავებით აღიჭურვება.
ესკიზზე ჩანს, რომ P1 GTR-ს საბაზო ვერსიაზე გაცილებით აგრესიული გარეგნობა აქვს. მის უკან, თვითრეგულირებადი ანტი ფრთის ნაცვლად, ფიქსირებული, ზორბა ანტი ფრთა განლაგდა. უფრო რთული ფორმა მიიღო დიფუზორმა. გარდა ამისა, ძარას აეროდინამიკური დანიშნულების, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ელემენტებიც დაემატა.
როგორც „მაკლარენი“ ამბობს, P1 GTR იმ მყიდველთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, რომლებსაც P1-ის უფრო აგრესიული და ტრეკზე ორიენტირებული აუპერ ავტომობილის შეძენა სურთ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი P1 GTR-ის წარმოება იგეგმება. უოკინგელებმა ახალი ვერსიის გამოსვლის შესახებ, ინფორმაცია P1-ის 375-ვე მფლობელს დაუგზავნეს.
„მაკლარენი“ სატრეკო P1 GTR-ის წარმოებას 2015 წლის ივნისში დაიწყებს, მას შემდეგ, რაც ბოლო P1-ს ააწყობს. სხვათა შორის, სატრეკო ავტომობილის წარმოების დაწყება, ლე მანზე „მაკლარენ F1 GTR-ის“ გამარჯვების 20 წლის იუბილეს დაემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ P1 GTR-ის მყიდველები უოკინგელთა პროგრამა GTR-ში ჩაერთვებიან. მყიდველები კონსულტაციებს „მაკლარენის“ დიზაინის დირექტორ ფრენკ სტივენსონთან გაივლიან. გარდა ამისა, მათ ინსტრუქციებს ჩაუტარებენ ფ1-ის პილოტების ფიტნესის სპეციალისტები. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება სარბოლო სიმულატორები. და მთავარი - კომპანია თავად უზრუნველყოფს მყიდველთა მომსახურებას (მათ შორის, ლოჯისტიკურსაც) ფ1-ის ექვს ტრეკზე, სადაც ისინი სატრეკო დღეებში და რბოლებში მიიღებენ მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment