დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 24, 2014

ლე მანისთვის პროტოტიპების უმცროსი კლასი LMP3 იქმნება

ACO announces new LMP3 class for Le Mans prototype racing
24 ივლისი
იმისათვის, რომ ახალგაზრდა მრბოლმა ფორმულა ერთს მიაღწიოს, გამოცდილება რამდენიმე ძალიან პოპულარულ სერიაში - ფორმულა სამში, ფორმულა „რენოს“ ორ კლასსა და GP2-ში შეიძლება მიიღოს. დაბალი კლასები აქვს ისეთ სერიებს, როგორებიცაა რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ინდიქარი, ნასქარი და დაკარის მარათონიც კი.
სულ სხვაგვარადაა საქმე გამძლეობაზე რბოლებში. აქ დასაწყისად GT ავტომობილების რბოლები შეიძება ჩაითვალოს, მაგრამ თუ მიზნად ლე მანის პროტოტიპების კლასში გამოსვლას ისახავთ, იქაური LMP2-ც კი ძალიან მიუწვდომელი თამასაა. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩრდილოეთის საავტომობილო კლუბმა (ACO), რომელიც საფრანგეთის წამყვანი საავტოსპორტო ორგანიზაციაა და რომელიც ლე მანს და მის სერიებს განაგებს, პროტოტიპების ხელმისაწვდომი კლასის, LMP3-ის დაარსება გადაწყვიტა.
ახალი კლასის პრეზენტაცია ACO-მ ერთდროულად ორ ადგილზე - ავსტრიის „რედ ბულ რინგსა“ და კორეის „ინჯი ავტოპიაზე“ მოაწყო. ამ გაორების ახსნა მარტივია - ახალი კლასის ავტომობილებილე მანის ევროპულსა და აზიურ სერიებში იასპარეზებენ, სადაც ასევე LMP1 და LMP2 კლასები ასპარეზობენ. ჯერჯერობით უცნბია, გამოვა თუ არა LMP3 კლასი სპორტქარების ამერიკულ გაერთიანებულ ჩემპიონატზე, სადაც მხოლოდ LMP2-ის მანქანებით და დეიტონას პროტოტიპებით ასპარეზობენ.
ახალი კლასის რეგლამენტით, უფრო მაღალი პროტოტიპების მსგავსად, ავტომობილის მზიდი ელემენტები კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. კოკპიტი იქნება დახურული. უსაფრთხოებაზე მას უნდა ჰქონდეს FIA-ს სერთიფიკატი. ამასთან, შასის წარმოების უფლება ექნება როგორც ცალკეულ გუნდებს, ასევე გარე კომპანიებს, რომლებიც მზა პროდუქტს რამდენიმე გუნდს მიაწვდიან. ახალი კლასის მაქსიმალური სიგანე, LMP1 და LMP2 კლასების იდენტური, სიგრძეში კი 15 სანტიმეტრით მოკლე იქნება. წონა 870-900 კილოგრამის ფარგლებში. როგორც ACO ირწმუნება, LMP3-ის პროტოტიპი, საშუალოდ წრეზე ორ წამს მოუგებს LM GTE კლასის სარბოლ ავტომობილებს.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, LMP3 კლასის პროტოტიპები V8 ძრავებით აღიჭურვება, რომელთა სიმძლავრეც დაახლოებით 420 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ძრავების მართვას „მანეტი მარელის“ ელექტრონიკა უზრუნველყოფს, რბოლებზე სერვისს კი სარბოლო გუნდი „ორეკა“ განახორციელებს. თითოეული ავტომობილი 195 000 ვრო ეღირება. ამ თანხიდან 135 000 ევრო შასის ფასია, 60 000 კი - ძრავისა. ევროპული ლე მანის სერიის ერთ სეზონზე თითო პროტოტიპით სარგებლობის და სერვისის ფასი 350-400 ათასი ევრო დაჯდება.

No comments:

Post a Comment