დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 29, 2014

გლობალური ავტომწარმოებლები რუსულ ქარხნებს დახურავენ?

Global automakers to shutter Russian plants?
29 ივლისი
იმისათვის, რომ ავტოკომპანიამ, იმ ბაზარზე ავტომობილების წარმოება გადაწყვიტოს, სადაც მათს გაყიდვას აპირებს, ორი ძირითადი პირობაა საჭირო: ჯერ ერთი, ბაზარი საკმარისად დიდი უნდა იყოს, რომ იქ წარმოება ღირდეს. მეორეც, ამ ბაზარზე ავტომობილების იმპორტი იმდენად ძვირი უნდა ჯდებოდეს, რომ იქ წარმოებას აზრი ჰქონდეს.
ბევრმა საავტომობილო კომპანიამ ეს ორი წინაპირობა რუსეთში დააფიქსირა და ბევრმა მათგანმა იქ წარმოება დაიწყო. მაგრამ მალე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. საავტომობილო ანალიტიკური გამოცემა „უორდ’ს ავტომოტივი“ წერს, რომ რუსეთში სიტუაცია იცვლება, რამაც შესაძლოა ავტოკომპანიებისთვის იქ წარმოება არახელსაყრელი გახადოს. ჯერ ერთი, იქაური ბაზარი მცირდება და მეორეც, ასევე მცირდება საიმპორტო გადასახადები.
მარტო მაისში, რუსული საავტომობილო ბაზარი 6 პროცენტით შემცირდა (შარშანდლ მაისთან შედარებით). ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლიური კლება კიდევ უფრო მასიური - 26-30 პროცენტი იქნება. და თუ ასე გაგრძელდა, 2018 წლისთვის დაგეგმილი 3.6 მილიონი ავტომობილის ნაცვლად, მხოლოდ 2.3 მილიონი გაიყიდება. ამასთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანება, რუსეთს ავტომობილების საიმპორტო გადასახადის შემცირებას ავალდებულებს. კერძოდ, ახლანდელი 25 პროცენტიდან, 15 პროცენტამდე უნდა შემცირდეს. ამ ყველაფრის წყალობით, რუსეთში ავტომობილების იმპორტი უფრო ხელსაყრელი გახდება. ამას ხელს ის ფაქტორიც შეუწყობს, რომ იმავე ორგანიიზაციის მოთხოვნით, შემცირდება სახელმწიფო სტიმულირება ადგილობრივი წარმოებისთვის (როგორც რუსული, ასევე უცხოური კომპანიებისთვის). გარდა ამისა, სიტუაციას რუსული რუბლის სისუსტე და რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებაც ამწვავებს.
თუ ამჟამდ, რუსულ ბაზარზე გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 52 პროცენტი, უცხოური კომპანიების მიერ ადგილზეა წარმოებული, მალე ეს მაჩვენებელი განახევრდება. იმპორტი კი 67 პროცენტამდე გაიზრდება. სხვაობა რუსულ კომპანიებზე მოდის, რომლებიც იმპორტირებულზე გაცილებით დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ.

No comments:

Post a Comment