დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 13, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში ძრავების ქარხანას აშენებს

Jaguar Land Rover plans China engine plant
13 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში ძრავების ქარხნის აშენებას აპირებს, რომელიც ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, მისი ამ ტიპის პირველი საწარმო გახდება. ახალი ქარხანა, კომპანიის ჩინური საავტომობილო ქარხნის სიახლოვეს, ჩანშუში აშენდება. ეს არის „იაგუარ ლენდ როვერის“ და მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია „ჩერი ავტომობილის“ ერთობლივი საწარმო, რომელმაც მუშაობა ამ წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.
„იაგუარ ლენდ როვერის“ შესყიდვების დივიზიონის დირექტორი იან ჰარნეტი ამბობს, რომ ჩინური ქარხანა, უახლეს სერია „ინჯენიუმის“  ოთხცილინდრიან ძრავებს გამოუშვებს, რომლებზეც ბრიტანული კომპანიის ინჟინრები ამჟამად მუშაობენ. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, თუ როდის ამუშავდება ახალი ქარხანა.
„იაგუარ ლენდ როვერი“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რომელი ავტომობილების წარმოებას გეგმავს ჩინეთში. თუმცა, ჯერ კიდევ პეკინის მოტორ შოუზე გამოსვლისას, კომპანიის პრეზიდენტმა ბობ გრეისმა თქვა, რომ პირველ რიგში, ეს იქნება „ლენდ როვერის“ რომელიმე მოდელი. კონკრეტულად რომელი, ამაზე მას არაფერი უთქვამს.
„იაგუარისთვისაც“ და „ლენდ როვერისთვისაც“ ჩინურ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, „ბერნშტაინის“ ცნობილმა საავტომობილო ანალიტიკოსმა მაქს უორბარტონმა ივარაუდა, რომ ჩინურ ბაზარზე, 2015 წელს ბრიტანული კომპანიების წლიური გაყიდვები 150 000-ს მიაღწევს.
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, აქ „იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან ჯამში 425 006 ავტომობილი გაჰყიდა. ოღონდ, ამ რიცხვში არ შედის ჩინურ ბაზარზე გაყიდვების შედეგები. თუმცა, უორბარტონი ირწმუნება, რომ ორივე კომპანიის მოგების ნახევარზე მეტი სწორედ ჩინურ ბიზნესს მოაქვს. და ეს უპირველესად, „რეინჯ როვერზე“ და „რეინჯ როვერ სპორტზე“ მაღალი მოთხოვნის დამსახურებაა.
სხვათა შორის, „იაგუარ ლენდ როვერი“, რომელიც ინდური „ტატა მოტორზის“ ჯგუფში შედის, 2015 წელს ვულვერჰემპტონში (ცენტრალური ინგლისი) ძრავების მწარმოებელ ახალ ქარხანას აამოქმედებს. პირველი ავტომობილი, რომელიც ამ ქარხანაში გამოშვებული, ბენზინის და დიზელის ძრავებით აღიჭურვება, არის უახლესი სედანი „იაგუარ XE“, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა გაუწიოს. ცნობისათვის, ამჟამად „იაგუარ ლენდ როვერი“ „ფორდის“ ძრავებს იყენებს.

No comments:

Post a Comment