დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 13, 2014

ლე მანის პრაქტიკაზე „აუდის“ ავარიის მიზეზი ვერ დაადგინეს

Le Mans 24 Hours: Cause of Loic Duval's crash still unknown
13 ივნისი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის თავისუფალი პრაქტიკის დროს, „აუდის“ პირველ ეკიპაჟს, რომლის საჭესთანაც, ლე მანის შარშანდელი გამარჯვებული, ფრანგი ლოიკ დუვალი იჯდა, მძიმე ავარია შეემთხვა. „პორშეს“ მოსახვევებში, პირველი კატეგორიის პროტოტიპმა „აუდი 18 e-ტრონმა“ მართვა დაკარგა, კედელს მიენარცხა, მასზე ავარდა, ნამსხვრევებისგან დამცავ ბადესაც დაეჯახა და გზის პირას, სრულიად გაპარტახებული დაეცა.
ლე მანის მრავალგზის გამარჯვებულის, „აუდის“ ყოფილი პილოტის, შოტლანდიელი ალან მაკნიშის თქმით, გერმანულმა გუნდმა ამ შემთხვევისთანავე, ორივე დარჩენილი ეკიპაჟი მოხსნა პრაქტიკიდან, რათა ინციდენტის გამეორების თავიდან ასაცილებლად, საგულდაგულოდ შეემოწმებინა. რაც მთავარია, დუვალი კატასტროფას პრაქტიკულად უვნებელი, ორი ნაკაწრით გადაურჩა.
მართალია, ფრანგს გონება არც დაუკარგავს, მაგრამ სამედიცინო სამსახურმა ის ლე მანის ჰოსპიტალსი გადაიყვანა, სადაც ყოველი სემთხვევისთვის, გამოკვლევა ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ პილოტი ტრავმებს გადაურჩა, ექიმებმა რბოლიდან მაინც მოხსნეს, რადგან ჩათვალეს, რომ ესოდენ ძლიერი სტრესის გადალახვას, დუვალი კვალიფიკაციამდე ვერ მოასწრებდა.
ამიტომ, „აუდიმ“ დუვალის ადგილზე, მის ეკიპაჟში ესპანელი მარკ ჟენე მიიწვია. მის გარდა, რბოლაში ამ ავტომობილით ლე მანის ცხრაგზის ჩემპიონი, ტომ კრისტენსენი და ბრაზილიელი ლუკას დი გრასი იასპარეზებენ. სხვათა შორის, ავარიამ მანქანა იმდენად დააზიანა, რომ ის სხვა მონოკოკზე გადააწყვეს.
მაკნიში, ვისაც სარტეს ტრასაზე არანაკლებ მძიმე ავარია მოსვლია, მოხდარის გამომწვევ მიზეზს ვერ ასახელებს. მისი ვარაუდით, მანქანაზე კონტროლის დაკარგვა შესაძლოა იმ ფაქტს გამოეწვია, რომ მისი წინა მარჯვენა ბორბალი მყისიერად ბალახზე გადავიდა. თუმცა, ძნელია იმის თქმა, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია კედელთან შეჯახების შემდეგ, მანქანის მაღლა აგდება.

No comments:

Post a Comment