დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 9, 2014

„ფიატ კრაისლერის“ შტაბ-ბინა ლონდონში განლაგდება

Fiat Chrysler headquarters will be in London, Marchionne says
9 მაისი
ახალშექმნილ საავტომობილო კონგლომერატ „ფიატ კრაისლერ ავტომობილსის“ შტაბ-ბინა ლონდონში განლაგდება, - განაცხადა იტალიურ-ამერიკული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ. ამგვარად, მან პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე საკითხი, პრაქტიკულად უმტკივნეულოდ გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, „ფიატი“ ქალაქ ტურინშია ბაზირებული, „კრაისლერი“ კი - დეტროიტის გარეუბან ობურნ ჰილზში.
„შტაბ-ბინა ლონდონში გვექნება. ნთელია, რომ ჯგუფის აღმასრულებელთა ფუნქციები, საბჭო, ჩემი ოფისი, ჩემი ზოგიერთი ფუნქცია, ლონდონში მუშაობას საჭიროებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ამერიკაში ჩემს ვალდებულებებზე უარს ვამბობ. ჩვენ საქმეს ყველგან გავაკეთებთ“, - ამბობს მარკიონე. მას რამდენიმე თვის განმავლობაში, მოლაპარაკება ჰქონდა იტალიის პროფკავშირებთან, რისი თემაც სწორედ გაერთიანბული კომპანიის შტაბ-ბინა იყო. პროფკავშირები შიშობდნენ, რომ შტაბ-ბინის ტურინიდან გადატანა, დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევდა. თუმცა მარკიონემ ისინი დაარწმუნა, რომ „კრაისლერთან“ გაერთიანება, იტალიაში სამუშაო ადგილების შემცირებას არ გამოიწვევდა.
მიუხედავად იმისა, რომ „ფიატ კრაისლერის“ შტაბ-ბინა ლონდონში განლაგდება, მარკიონე სიტყვას მაინც ასრულებს. იტალიაში „ფიატის“ ჯგუფის ყველა კომპანიის საწარმოები მუშაობას გააგრძელებენ. უფრო მეტიც, ისინი მაქსიმალურად დაიტვირთებიან. ამის გარანტიას იძლევა ახლახანს გამოქვეყნებული გეგმა, რომელიც „ალფა რომეოს“ და „მაზერატის“ წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, პროფკავშირები „ფიატ კრაისლერის“ ახალ გეგმას იწონებენ. ისინი ამბობენ, რომ სულერთია, სად იქნება ჯგუფის ხელმძღვანელთა ოფისები. მთავარია, რომ გეგმა იტალიაში წარმოების გაფართოებას ითვალისწინებს.

No comments:

Post a Comment