დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 12, 2014

„ფორდის“ ლუქს კონცეპტი „ტრანზიტ აკსილაინერი“ პრემიერის წინ

Ford Previews Luxurious Transit Skyliner Concept ahead of New York Debut
12 აპრილი
„ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა რბოლებში, „გალპენ ავტო სპორტსმა“ ერთობლივად შეიმუშავეს ვენ „ტრანზიტის“ ლუქს ვერსია, სახელად „ტრანზიტ სკაილაინერი“, რომლის პრემიერაც ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. პარტნიორებმა გამოაცხადეს, რომ ასეთი მდიდრული ვენის შექმნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ყველასთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად მოქნილი, მრავალმხრივი და ბევრი შესაძლებლობის მქონე ავტომობილია სრულიად ახალი „ტრანზიტი“.
სხვათა შორის, „ტრანზიტ სკაილაინერი“ ერთჯერად კონცეპტუალურ ავტომობილად არ დარჩება - ცისფერი ოვალი მის სერიულ ვერსიას ბაზარზე ამ ზაფხულს გამოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი განკუთვნილი იქნება როგორც მდიდრულ გარემოში მგზავრობის მოყვარული კერძო პირებისთვის, ასევე ტურისტული კომპანიებისთვისაც, რომლებიც კომფორტზე ორიენტირებულ კლიენტებს ემსახურებიან.
განსაკუთრებით საინტერესოა კონცეპტუალური ავტომობილის ინტერიერი, რომლის მომართვაც ოთხ განსხვავებულ რეჟიმში შეიძლება. ესენია: თეატრი, ბიზნესი, მისაღები და მოგზაურობა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა სახის ელემენტებზე მახვილდება ყურადღება თითოეულ რეჟიმზე მომართვის შემთხვევაში. „ტახტის“ ტიპის სავარძლები სპეციალურადაა შემუშავებული და ისინი რამდენიმე განსხვავებულ პოზიციაში რეგულირდება. მათი მომართვა კი ავტომობილისგან მოშორებით მდგარსაც, სმარტფონის ან ტაბლეტის მეშვეობით შეგიძლიათ.
თეატრალურ რეჟიმში მომართვისას, სავარძლები „სტიუარტის“ წარმოების 52-დუიმიანი ეკრანისკენ მიტრიალდება. ამ დროს, შესაძლებელია როგორც ფილმის, ასევე გასართობი პროგრამის ცქერა. ბიზნეს რეჟიმში იშლება დასაკეცი მაგიდა, სავარძლები კი მის გარშემო განლაგდება. ასე გზაში მოლაპარაკების გამართვაც თავისუფლად შეიძლება. მისაღების რეჟიმში გადაყვანისას, კარი, რომლის სიგრძეც 1.219 მილიმეტრია, ბოლომდე იღება, სავარძლები კი ისე განლაგდება, რომ სალონში ადვილად შესვლას და ადგილის დაკავებას შეძლებთ. ეს მაშინ მოსახერხებელი, როცა მაგალითად, რბოლას ესწრებით და რბოლებს შორის დროს გართობაში ატარებთ. თან სტუმრებსაც მასპინძლობთ. სამგზავრო რეჟიმში, სავარძლების მრავალმხრივი დარეგულირებაა შესაძლებელი. ამასთან, ფეხების დასაწყობად, ქვევიდან სპეციალურ სადგამსაც გაშლით. ამ შემთხვევაში, მთავარი ფაქტორი მაქსიმალური კომფორტი და განცალკევებაა.
ინტერიერი მთლიანად ინტეგრირებულია საინფორმაციო სისტემა „ქრესტრონში“, რომლის მართვა და კონტროლიც, სმარტფონით ან ტაბლეტით არის შესაძლებელი. გასართობი სისტემა აღჭურვილია სპეციალურად, ამ კონცეპტისთვის საფრანგეთში შემუშავებული სპიკერებით, რომლებიც ხელითაა დამზადებული. სატელიტური სისტემით შესაძლებელია სატელევიზიო არხების მაღალხარისხიანი გამოსახულებით ცქერა. მედია სერვერ „კალეიდესკეიპზე“ კი შესაძლებელია 300 ფილმის შენახვა. სალონშივეა მინი ბარი. ბარგისთვის კი სალონში სპეციალური სამგზავრო ჩანთები დაგხვდებათ, რომლებიც სავარძლების სტილშია შესრულებული.
დაბოლოს, ავტომობილი აღჭურვილია სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი ძრავით, რომელიც „ტრანზიტის“ სერიულ მოდელებზეც გვხვდება.

No comments:

Post a Comment