დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 6, 2014

შუმახერი კონტაქტზე გამოდის და ხმაზეც რეაგირებს

Schumi making eye-contact, responding to voices
6 აპრილი
ახლახანს მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინე კემმა განაცხადა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს იმედისმომცემი ნიშნები აქვს, ოღონდ მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს. სამაგიეროდ, ბაჰრეინის რბოლის დღეებში, უფრო დაწვრილებით ამაზე ჟან ალეზიმ ისაუბრა, რომელიც სპარსეთის ყურის ამ ქვეყანაში, რბოლაზე დასასწრებად ჩავიდა.
ალეზის შუმი რამდენჯერმე მოუნახულებია და ბოლო ვიზიტის შემდეგ, ოპტიმისტურ განწყობაზე დაბრუნდა. ის ამბობს, რომ მიხაელის მდგომარეობა ადრინდლთან შედარებით, გაცილებით გაუმჯობესებულია. გარეგან ზემოქმედებაზე მისი რეაქციებიც გაცილებით ხშირი და მნიშვნელოვანია.
„თავიდან მიხაელი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებდა, როცა მაგალითად, ჩხვლეტდნენ. მაგრამ ეს უფრო რეფლექსური, გაუაზრებელი რეაქცია იყო. ჩემი ბოლო ვიზიტისას გავაცნობიერე, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება. ოჯახის განწყობაც სულ სხვაა, ოპტიმისტური. ვიცით, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ გაუმჯობესება აშკარაა“, - გამოცემა „სპიდ უიკთან“ საუბრისას განაცხადა ალეზიმ.
ფრანგის მოსაზრებას იზიარებს შუმახერის კიდევ ერთი მეგობარი და მისი დიდი ხნის თანაგუნდელი ფელიპე მასაც: „თუ რამდენად კარგი განწყობით დავბრუნდი მიხაელის ბოლო მონახულების შემდეგ, სიტყვებით ამის გამოხატვა შეუძლებელია. მისთვის ყოველდღიურად ვლოცულობ და როგორც ჩანს, ამაზე პასუხიც მოდის. ახლა იმის იმედი მაქვს, რომ გრენობლიდან სულ უფრო უკეთეს ამბებს გავიგებთ ხოლმე“, - ამბობს მასა.
იტალიური სპორტული გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ირწმუნება, რომ შუმახერმა თვალების მოძრაობა დაიწყო, გერმანული „ბილდ ამ ზონტაგის“ ინფორმაციით კი ფ1-ის ყველაზე ტიტულოვან მრბოლს უკვე ხმებზე რეაგირებაც შეუძლია!

No comments:

Post a Comment