დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 6, 2014

ეკლსტოუნი: ფ1-ს ორი ახალი გუნდი შეემატება

Formula 1 could have two new teams in 2015 - Bernie Ecclestone
6 აპრილი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ მომავალ სეზონში ფ1-ში ორი ახალი გუნდი შეემატება. მართალია, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) აღნიშნული საკითხი ჯერ არ განუხილავს, მაგრამ ბერნი მაინც დარწმუნებულია, რომ დებიუტანტი ერთზე მეტი გუნდი იქნება.
მათგან ერთი ალბათ ამერიკული გუნდი იგულისხმება, რომელიც ამერიკელ მულტიმილიონერ ჟენე ჰაასს ეკუთვნის. მას უკვე ჰყავს თავისი საჯინიბო ნასქარ-ის სერიაში და გავრცელებული ინფორმაციით, ფ1-ში შესვლის შემთხვევაში, სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიებიც უკვე მიიღო. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს გარანტიები ოთხ სეზონზე ვრცელდება. ეს კი სრულიად საკმარისია ფ1-ში დასამკვიდრებლად.
„მათ (ჰაასის გუნდმა) უკვე მიიღეს FIA-ს თანხმობა. ამასთან, მეორე გუნდც გვყავს, რომელსაც თანხმობა განვუცხადეთ. სხვა საქმეა, ისინი ამ შანსს გამოიყენებენ, თუ არა. ახალი გუნდების დამატებას მივესალმებით. უკვე ვესაუბრე ჟან ტოდტს (FIA-ს პრეზიდენტს) და შევთანხმდით, რომ თუ გამოჩნდება ორი გუნდი, რომელიც ჩემპიონატში მონაწილეობას მოისურვებს, ჩვენ მათ ამის საშუალებას მივცემთ“, - ამბობს ეკლსტოუნი.

No comments:

Post a Comment