MINI Officially Introduces us to Paceman
Adventure Pickup Truck
26 აპრილი
არც „მინის“ და არც „ბეემვეს“ სამოდელო გამაში, ერთ
პიკაპსაც ვერ ნახავთ. მაგრამ ეს სულაც არ იყო დაბრკოლება იმ სტუდენტებისთვის,
რომლებიც პრაქტიკას „ბეემვეს“ მიუნხენისა და დინგოლფინგის ქარხანაში გადიოდნენ.
თავიანთ ინსტრუქტორებთან ერთად, მათ შეიმუშავეს და განახორციელეს ერთჯერადი
პროექტი, რომლის შედეგადაც, უგზოობის მოდელ „პეისმენის“ ბაზაზე, ორადგილიანი
პიკაპი, „პეისმენ ედვენჩერ“ შექმნეს.
ამ პროექტის მსვლელობისას, ავტომობილმა სალონის უკანა
ნაწილი დაკარგა და მის ადგილზე მას მცირე საბარგული გაუკეთეს. მოდიფიკაცია
ჩაუტარდა შასის, რომელსაც კრიტიკულ წერტილებში, სიმტკიცის გამაძლიერებელი დეტალები
დაუყენეს. ასწიეს ავტომობილის კლირენსი, რაც მას გაუვალ გზებზე გადაადგილებისას
დაეხმარება.
სრულ ამძრავიანი ავტომობილი 1.6-ლიტრიანი 182-ცხენისძალიანი
ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. ძრავის ჰაერის ამღები ზემოთ, თითქმის სახურავთან
ამოიტანეს, რათა მდინარის კალაპოტის გადალახვისას, მასში წყალი არ შევიდეს და
ძრავი არ გაგუდოს. სახურავზე სპეციალური სამაგრი ჩარჩო განალაგეს, რომელზეც
სათადარიგო საბურავი და ოტხი დამატებითი ფარი მოთავსდა. რა თქმა უნდა, საბურავები
უგზოობის, ავტომობილის სტილის შესაფერისია.
როგორც „მინი“ ამბობს: „სტუდენტების მიერ შექმნილი „პეისმენ
ედვენჩერი“ კარგი საშუალებაა, როცა გრუნტიან გზებზე, გაუვალ ტალახში, ან უდაბნოს
ქვიშაში გავლა გიწევთ. პიკაპს, „მინისთვის“ დამახასიათებელი მოკლე გადმონაშვერები და
გაცილებით მაღლა აწეული კლირენსი აქვს. მილისებრი ჰაერის ამღები, სახურავის დონეზეა,
რაც იმას ნიშნავს, რომ „პეისმენ ედვენჩერით“ მდინარის კალაპოტსაც კი გაივლით“.
მოკლედ, ეს მანქანა თითქმის ისეთივე მოგზაურია,
როგორიც დაკარის სამგზის გამარჯვებული, სპეციალურად მომზადებული „ქანთრიმენი“.
სამწუხაროდ, ეს პროექტი ერთჯერადია და ამ ავტომობილის სერიული წარმოება არ
იგეგმება.
No comments:
Post a Comment