დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 24, 2014

„დუბაი როდსტერი“ დებიუტისთვის ემზადება

Dubai Roadster set to tackle the BAC Mono & KTM X-Bow
24 აპრილი
გაერთიანებულ ემირატებში და საერთოდ, არაბულ სამყაროში, სუპერ ავტომობილებს ეთაყვანებიან. თუ ადრე არაბის სიამაყის სიმბოლო ცხენი იყო, ახლა ცხენს გვერდში ავტომობილი ამოუდგა. არაბი შეიხებისა და ძვირფასი ავტომობილების ურთიერთდამოკიდებულებაზე ლეგენდები დადის. და ასე დიდხანს გაგრძელდბა. მაგრამ თუ არაბული ცხენის საკეთესოთა შორისაა, არაბულ ავტომობილზე ალბათ არაფერი გსმენიათ. ან ნაკლებად გსმენიათ.

მაგრამ შესაძლოა, მალე გაიგოთ. ყოველ შემთხვევაში, საავტომობილო ინტერნეტ გამოცემებმა ერთდროულად აიტაცეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე ემირატელი მრბოლი საავტომობილო კომპანიას შექმნის და საკუთარი ბრენდით, იმ შესანიშნავი სპორტული ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ამ ინფორმაციებში, ფოტოების გარდა, ყველაფერი დანარჩენი ვარაუდებია. ფოტოებზეც კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით შექმნილი ავტომობილია გამოსახული, რომელიც, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. მერე რა, რომ წინიდან უახლესი „შევროლე კორვეტ სტინგრეის“ ჰგავს. სამაგიეროდ, სხვა დანარჩენით საკმაოდ ორიგინალურია.
ჰო, მართლა, ავტომობილის სახელი „დუბაი როდსტერია“. როგორც ინფორმაციის წყარო ირწმუნება, ამ ავტომობილით, ინკოგნიტო „ემირატელი მრბოლი“ კონკურენციას „BAC მონოს“ და „KTM X-ბოუს“ გაუწევს. პრინციპში, ფოტოებიც ირიბად ამას ადასტურებს - მანქანის მოკლე უკანა ნაწილი დიდ, მრავალ ცილინდრიან  ძრავს ვერ დაიტევს.
ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მომავალ წელს, დუბაის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment