დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 4, 2014

ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი „პეჟო 308“ გახდა

Peugeot 308 named European Car of the Year
4 მარტი
კონკურს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის ჟიურიმ, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულად „პეჟოს“ უახლესი კომპაქტური მოდელი 308 დაასახელა. კონკურსის ფინალში, ამ ავტომობილმა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ჰეჩბეკის და უნივერსალის ძარით გამოდის, ისეთ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, როგორებიცაა „ბეემვეს“ ელექტრული ჰეჩბეკი i3 და „ტესლას“ ელექტრული სედანი S. სხვათა შორის, შარშან კონკურსი „პეჟო 308-ს“ უშუალო კონკურენტმა, „ფოლკსვაგენ გოლფმა“ მოიგო.
„ბოლო პერიოდში „პეჟოზე“ ბევრი ლაპარაკი გვიწევს, თუმცა არა მის ავტომობილებზე, არამედ კომპანიის კრიზისზე. ამიტომ, გვიხარია, რომ დღეს ავტომობილზე ვლაპარაკობთ და თანაც, გამარჯვებულ ავტომობილზე“, - განაცხადა „პეჟოს“ ბრენდის შეფმა მაქსიმ პიკამ და დასძინა, რომ „ლომს გამარჯვებები მოშივდა“ - ლომი კომპანიის ემბლემაა, რაც შეეხება გამარჯვებას, ბოლოს „პეჟოს“ ეს კონკურსი 2002 წელს აქვს მოგებული.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ჟიურიმ, რომელიც ევროპის 22 ქვეყნის 58 საავტომობილო ჟურნალისტისგან შედგებოდა, „პეჟო 308-ს“ 307 ქულა მიაკუთვნა. 223 ქულით მეორე ადგილი „ბეემვე i3-მა“ დაიკავა, მესამეზე კი 216 ქულით „ტესლა მოდელ S“ გავიდა. მომდევნო ადგილები დაიკავეს: 4. სიტროენ C4 პიკასო – 182 ქულა, 5. მაზდა3 – 180 ქულა, 6. შკოდა ოქტავია - 172 ქულა, 7. მერსედეს S-კლასი.
ტრადიციისამებრ, ფინალში ჟიურის თითოეული წევრის განკარგულებაში 25 ქულაა, რომელთაგან ერთი ავტომობილისთვის მაქსიმუმ 10-ის დაწერა შეუძლია. ამასთან, ქულებს იმდენ ავტომობილს შორის გაანაწილებს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის.
ეს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსში „პეჟოს“ მეოთხე გამარჯვებაა. პირველი „ლომი“, რომელმაც აღიარება მიიღო, მოდელი 504-ია, რომელიც საუკეთესოდ 1969 წელს დაასახელეს. 198 წელს საუკეთესო ავტომობილის ტიტული მოდელმა 405-მა დაიმსახურა, 2002 წელს კი საუკეთესოდ 308-ის წინამორბედი 307 დაასახელეს.

No comments:

Post a Comment