დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 3, 2014

„ჰიუნდაი ჯენეზის კუპე“ გაუმჯობესდა და გაძვირდა

2014 Hyundai Genesis Coupe Brings Small Powertrain and Equipment Revisions
3 თებერვალი
„ჰიუნდაიმ“ ახლახანს მეორე თაობის „ჯენეზისი“ გაგვაცნო, რომელიც ბაზარზე მალე გამოვა. კომპანია ახალ „ჯენეზის კუპეზეც“ მუშაობს, რომელიც კონცეპტუალური HND-9-ს სახით, შარშან გვიჩვენა. თუმცა სანამ მას ვიხილავთ, ახლანდელ, ძალიან პოპულარულ „ჯენეზის კუპეს“ მორიგი განახლება ჩაუტარდა. განახლდა ძრავების გამა, სტანდარტული ეკიპირება კი ახალი სისტემებით შეივსო.
მაგალითად, ყველა ძრავისთვის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა ბრუნთა რიცხვების დამწევი, რომელიც ავტომატური ტრანსმისიის დაბალ საფეხურზე გადასვლისას, ძრავის მუხლა ლილვისა და გადაცემათა კოლოფის პირველადი ლილვის ბრუნთა რიცხვებს ათანაბრებს, რითაც დაბალ სიჩქარეებზე გადასვლისას, ავტომობილი უფრო სტაბილურიც ხდება და ტრანსმისიაც ნაკლებად ცვდება. ეს სისტემა ყველა იმ მოდელზე სტანდარტულ ეკიპირებაში შევა, რომლებიც 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით იქნება აღჭურვილი.
სიახლეა მექანიკური კოლოფისთვისაც - მათში გამოიყენებენ ნახშირბადს მიკრო ფენით დაფარულ სინქრონიზატორების რგოლებს, რაც საფეხურების რბილად შეცვლის საშუალებას იძლევა. ასევე სტანდარტულ ეკიპირებაში შევა აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა. გარდა ამისა, 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავის შემშვებ სისტემაში გამოიყენებენ ხმოვანი ინდუქციის მილს.
რაც შეეხება ეკიპირებას, ყველა მოდიფიკაცია სტანდარტულ კომპლექტაციაში მიიღებს სანისლე ფარებს, კრუიზ კონტროლს, ავტომატურად ჩაბნელებად შიდა სარკეს, რომელშიც სისტემა „ჰოუმლინკია“ გაერთიანებული, გათბობად სარკეებს და ძრის ფარდაგებს. R-სპეც მოდელებზე სტანდარტულ აჭურვაში შევა სავარძლები ძლიერი გვერდითა საყრდნობებით, ახალი სანავიგაციო სისტემა, ექსტერიერის ხუთი ახალი ფერი, ასევე ახალი ქსოვილები ინტერიერის გასაფორმებლად.

No comments:

Post a Comment