დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 3, 2014

„მერსედესის“ ისტორიის ხუთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი

Mercedes-Benz Displays Five Iconic Racing Cars at the Rétromobile 2014
3 თებერვალი
წელს „მერსედეს-ბენცი“ მოტორსპორტის ისტორიის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, გერმანული კომპანია პარიზის გამოფენა „რეტრომობილზე“, თავის ყველაზე წარმატებულ ხუთ სარბოლ ავტომობილს და ერთ სარბოლ ძრავს გამოფენს.
სამქიმიანთა ექსპონატებს შორისაა 1914 წლის „მერსედეს გრან პრი“, 1954 წლის „W 196 R სტრიმლაინერი“, 1989 წლის სარბოლო პროტოტიპი „ზაუბერ-მერსედეს C 9“, 2000 წლის ფორმულა ერთის ბოლიდი „მაკლარენ მერსედეს MP4-15“ და DTM-ის სერიისთვის მომზადებული 2009 წლის „მერსედეს-ბენც C-კლასი“.
რაც შეეხება ძრავს, ესაა „დაიმლერის“ ორცილინდრიანი V-კონფიგურაციის ძრავი, რომელიც 1894 წელს დამზადდა და რომლითაც რამდენიმე კომპანიამ არაერთი რბოლის მოგება შეძლო. ეს ძრავი ფრანგლი ლიცენზიით შეიქმნა და მისი სახელია „მოტორ სისტემ დაიმლერ“. ამ პატარა აგრეგატით, „პეჟომ“ და „პანარდ ენდ ლევასორმა“ პარიზი-რუენის და პარიზი-ბორდო-პარიზის რბოლები მოიგეს.
1914 წლის დიდი პრიზების სერიის ავტომობილმა, მოტორ სპორტის ისტორიაში პირველმა შეძლო კვარცხლბეკის პირველი საფეხურის დაკავება. ეს ლიონში, საფრანგეთის დიდ პრიზზე მოხდა. „W 196 R სტრიმლაინერი“ იმითაა გამორჩეული, რომ ამ ავტომობილით, სამქიმიანებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი გამარჯვება 1954 წელს მოიპოვეს (რეიმსში, საფრანგეთი).
სამწუხაროდ, მომდევნო წელს, ლე მანის რბოლისას მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ერთი პილოტის (მერსედესის ფრანგი ვეტერანის, პიერ ლევეგის) და 84 მაყურებლის სიცოცხლე შეეწირა, გერმანულმა კომპანიამ დიდი ხნით შეწყვიტა მოტორსპორტული აქტივობა. 1989 წელს სამქიმიანებმა დიდ ავტოსპორტში დაბრუნება გადაწყვიტეს. ამჯერად მხოლოდ ძრავების მიმწოდებლად და პარტნიორად. და მაშინვე, შვეიცარიულ „ზაუბერთან“ ერთად (მაშინ ეს გუნდი ფ1-ში ჯერაც არ მონაწილეობდა), ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგეს. სხვათა შორის, ამ ავტომობილის მოდიფიკაციით, მიხაელ შუმახერმა გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის 1990 წლის სეზონში, მხოლოდ 9 რბოლაში იასპარეზა, მაგრამ მაინც მეხუთე ადგილი დაიკავა. იმ და მომდევნო სეზონებში, მან ბოლო რბოლები მოიგო (მექსიკასა და იაპონიაში), ლე მანზე კი მე-5 ადგილი დაიკავა.
მეოთხე ავტომობილის შემთხვევაშიც, „მერსედესი“ მხოლოდ ძრავის მიმწოდებლად გამოდიოდა. თუმცა, იმ დროისთვის გერმანული კომპანია უკვე „მაკლარენის“ თანამფლობელი იყო. „მაკლარენ მერსედეს MP4-15-ით“ დევიდ კულტჰარდმა 2000 წელს საფრანგეთის დიდი პრიზი მოიპო, სულ კი ამ ავტომობილით, სკოტმა და მიკა ჰაკინენმა შვიდი რბოლა მოიგეს, მაგრამ ფინელი მაინც ვერ შესწვდა ზედიზედ მესამე ტიტულს - მას შუმახერმა აჯობა, რომელმაც თავისი მესამე ტიტული „ფერარის“ ბოლიდით მოიპოვა.
დაბოლოს, DTM-ის კლასიფიკაციით მომზადებული 2009 წლის „მერსედეს-ბენც C-კლასი“. ამ ავტომობილმაც 2009 წელს საფრანგეთის ეტაპი (დიჟონ-პრენუაში, ბრიტანელმა გარი პაფეტმა) მოიგო და იმავე სეზონში გერმანიის ტურინგის ჩემპიონი გახდა.

No comments:

Post a Comment