დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 6, 2014

შუმახერის კომიდან გამოყვანა ხანგრძლივი პროცესი იქნება

Michael Schumacher: Coma challenges
6 თებერვალი
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმებმა მიხაელ შუმახერის მართვადი კომიდან გამოყვანის პროცესი დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში, ახალი აღარაფერი დაწერილა. არადა, ყველას აინტერესებს, როგორ არის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, როგორ მიმდინარეობს მისი გამოღვიძება. ამ თემას, ბიბისის ვებგვერდმა სტატია მიუძღვნა, რომლის შესავალშივე წერია, რომ პროცესი არანაკლებ დაძაბული და საშიში იქნება, ვიდრე აქამდე იყო.
ექიმების თქმით, ეს ყოველდღიური პროცესია, რომელიც ძალიან ნელა, მუდმივი დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. „ეს პროცესი ძირეულად განსახვავდება იმისგან, რასაც ფილმებში უჩვენებენ. ეს საფეხურებრივი პროცესია, რომელსაც შეიძლება დღეები, კვირები დასჭირდეს. ოჯახის შიში გადარჩენაზე, იცვლება შიშით მომავლისადმი, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება კომის შემდგომი პერიოდი“, - ამბობს ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჰედვეის“ პრეს სპიკერი ლუკ გრიგსი.
პაციენტი ჯერ თვალებს ახელს, შემდგ შეიძლება ტკივილზე რეაგირება დაიწყოს, შემდეგ კი რეაქციას ავლენს, როცა მას ესაუბრებიან. ეს ყველაფერი ძალიან რთული, დროში გაწელილი პროცესია, რომელიც 2006 წელს, პოპულარულ გადაცემა „ტოპ გიარის“ წამყვანმა რიჩარდ ჰამონდმა გამოსცადა მას შემდგ, რაც მაღალი სიჩქარით ავტომობილის ტესტირებისას, ავარია მოუვიდა და თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით, გრენობლის ჰოსპიტლის ექიმები შუმახერის მდგომარეობის შესახებ რაიმე ახალ ოფიციალურ ინფორმაციას არ აქვეყნებენ. არავინ იცის, რა რეაქცია აქვს ლეგენდარულ გერმანელს მათს ტესტებზე. მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები იმას კი სულ უფრო ხშირად იმეორებენ, რომ შუმი ძველებურად ლაღ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება. თუმცა, კემბრიჯის ადენბრუკის ჰოსპიტლის ნეიროქირურგი, დოქტორი პიტერ კირკპატრიკი ამბობს, რომ „სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაფერი შესაძლებელია“...

No comments:

Post a Comment