დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 6, 2014

„სუზუკი სელერიო“ ევროპული ბაზრისთვის

Suzuki to Serve Euro-Spec Celerio at the Geneva Motor Show
6 თებერვალი
ახლახანს, ტაილანდის საერთაშორისო მოტორ შოუზე, „სუზუკიმ“ კონცეპტუალური პატარა ავტომობილი გვიჩვენა, უცნაური სახელით „A:ვინდ“. ორი თვეც არ გასულა და იაპონურმა კომპანიამ ამ ავტომობილის უკვე სერიული ვარიანტი, ოღონდ განსხვავებული სახელით, ნიუ დელის ავტო ექსპოზე წარადგინა, მალე კი მის ევროპულ ვერსიას, ჟენევის მოტორ შოუსაც გააცნობს.
გაიცანით „სელერიო“. ეს არის „სუზუკის“ ახალი გლობალური A-სეგმენტის მოდელი, რომელიც ამ სახელით პირველად სწორედ ავტო ექსპოზე წარსდგა. „სუზუკის“ განცხადებით, თავისი მინი გაბარიტების მიუხედავად, ეს ავტომობილი ფართო სალონით გაგაოცებთ. მისი გაბარიტებია: სიგრძე 3 600 მილიმეტრი, სიგანე 1 600 მილიმეტრი, სიმაღლე 1 560 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2425 მილიმეტრი. „სელერიო“ მაქსიმუმ 830 კილოგრამს იწონის, მისი საბარგულის მოცულობა კი 235 ლიტრს აღწევს.
კონცეპტუალური „A:ვინდის“ და სერიული „ალტოს“ მსგავსად, „სელერიო“ ბენზინის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი, ალუმინის ბლოკიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 67 ცხენის ძალას და 90 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში მუშაობს 5-საფეხურიანი ავტომატიზებული მექანიკური ტრანსმისია. ამ ტრანსმისიის თავისებურება ისაა, რომ მექანიკურ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ამისათვის გადაბმულობის სატერფული არ სჭირდება. ამ ტანდემით, „სელერიოს“ ასი კილომეტრის გასავლელად 4.3 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. კომპანია გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მხრივ, ავტომობილი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
„სუზუკი“ მოდელ „სელერიოს“ თავის ტაილანდურ ქარხანაში გამოუშვებს და იქიდან მთელი მსოფლიოს ბაზრებზე შეიტანს.

No comments:

Post a Comment