დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 10, 2014

„ფორდმა“ შეიძლება „ფიესტას“ ვერსია RS გამოუშვას

Extreme new Ford Fiesta RS is coming
10 იანვარი
„ფორდის“ ხელმძღვანელობა სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას“ ყველაზე მძლავრი, RS ვერსიის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იუწყება, ამ ავტომობილის წარმოება ცისფერი ოვალის გეგმებში თავიდანვე შედიოდა და ახლა მარკეტოლოგები ბაზარზე მის პერსპექტივას სწავლობენ. აღსანშნვია ისიც, რომ „ფორდი“ უკვე აწარმოებს მსოფლიო ბესტ სელერის, ჰეჩბეკ „ფოკუსის“ RS ვერსიას, რომელიც მყიდველთა შორის პოპულარობით სარგებლობს.
ამ ეტაპზე, „ფიესტას“ ტოპ ვერსიაა ST და ის ძალიან პოპულარულია მყიდველთა შორის. იმდენად პოპულარული, რომ ცისფერმა ოვალმა მისი წარმოება გაზარდა. ეს ავტომობილი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 182 ცხენის ძალაა. RS ვერსიის წარმოების შემთხვევაში, ისიც ამ ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 230 ცხენის ძალამდე გაიზრდება.
გარეგნულად, ყველაზე მძლავრი ვერსია გაცილებით აგრესიულ სტილში შესრულდება. ამ მხრივ, ის ახლოს იქნება „ფიესტას“ WRC (რალის მსოფლიო ჩემპიონატის) ვერსიასთან. მას გამოარჩევს დაბერილი საბორბლებ თაღები, ზორბა ჰაერის ამღებები, აეროდინამიკური პაკეტი, უკანა ანტი ფრთა, განსხვავებული ბამპერები და დიფუზორი. ამასთან, ავტომობილის შენელებას მძლავრი სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს. უფრო ხისტი გახდება დაკიდების სისტემა.
საინტერესოა, რომ „ფორდმა“ წინ თაობის „ფიესტას“ RS ვერსიის წარმოებისგან თავი შეიკავა. მაშინ მარკეტოლოგებმა ჩათვალეს, რომ ასეთი ავტომობილი კომპანიას ვერ ახეირებდა. არადა, ჟენევის 2004 წლის მოტორ შოუზე, მისი კონცეპტუალური ვარიანტი გვიჩვენეს. მაგრამ ახლა სრულიად განსხვავებული სიტუაციაა და ოპტიმიზმის საფუძველს, ვერსია ST-ს პოპულარობა იძლევა.

No comments:

Post a Comment