დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 10, 2014

პილოტებს „თავიანთი“ ნომრები დაურიგდათ

Motor racing-Vettel goes for five in more ways than one
10 იანვარი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე პილოტებს ნომრები დაუნაწილდათ. ამიერიდან, ისინი დიდი პრიზების ცირკში, ყოველთვს ამ ნომრებით ისაპარეზებენ. გამონაკლისი შეიძლება გახდეს  მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც ჩემპიონის რანგში, პირველი ნომრით ისპარეზებს, თუმცა თუ ტიტულს დაკარგავს, მაშინ N5-ზე გადავა.
ფორმულა ერთში ახალი წესი დამკვიდრდა, რომლის შესაბამისადაც, ყოველ პილოტს ამიერიდან თავისი ნომერი ექნება. ის თავისუფალ ნომერს 2-დან 99-მდე ირჩევს, როგორც კი ფორმულა ერთში შედგამს ფეხს. ფეტელმა ის ნმერი აირჩია, რომელიც ფ1-ის ბევრი ფანისთვის ბრიტანელ ნაიჯელ მენსელთან ასოცირდება, ვისაც ხშირად „წითელ ხუთიანადაც“ მოიხსენიებდნენ.
გერმანელს შეეძლო, ახალი სეზონიდანვე ამ ნომრით ეასპარეზა, მაგრამ პირველი ნომრის პრესტიჟულობიდან და ამ ნომრის მარკეტინგული ფასეულობიდან გამომდინარე, მან სწორედ ის დაიტოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, ნომერი 5 მისთვისაა შენახული.
დიდი მოულოდნელობა გახდა ვენესუელელი პასტორ მალდონადოს მიერ N13-ის არჩევა. ბევრისთვის ეს რიცხვი უიღბლობასთან ასოცირდება და ამიტომ, ავტოსპორტში მას ძალიან იშვიათად იყენებენ.
ჯენსონ ბატონმა 22 ნომერი აირჩია, რომლითაც 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „მაკლარენის“ მრბოლი ამ რიცხვს „ორ პატარა იხვად“ მოიხსენიებს. სხვათა შორის, ბრიტანთში ამ რიხვს ხშირად „კვაკ, კვაკს“ უწოდებენ. ბატონმა ტვიტერზე თავის 1.6 მიმდევარს სწორედ ამ სიტყვებით ამცნო თავისი ნომერი.
N27, რომელიც „ფერარის“ კანადელ მრბოლ ჟილ ვილნევთან ასოცირდება და რომელიც ერთხანს აირტონ სენასაც ეწერა, ამიერიდან ნიკო ჰულკენბერგის კუთვნილებაა. ფერნანდო ალონსომ კი 14 არჩია, რადგან სწორედ ეს იღბლიანი რიცხვია - 1996 წელს, 14 წლისამ, კარტინგის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მის მანქანას 14 ეწერა და 14 ივლისის რბოლამ მოუტანა ტიტული. მაინტერესებს, ეს რიცხვი ისევ იღბლიანი იქნება, თუ არაო - განუცხადა ალონსომ ჟურნალისტებს. სხვათა შორის, ის მადრიდის „რეალის“ საფეხბურთო კლუბის ფანია, სადაც 14 ნომრით ხაბი ალონსო ასპარეზობს.
ალონსოს ახალმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა N7 აირჩია, ლუის ჰამილტონმა კი - N44. ადრიან სუტილმა 99 ნმერი აირჩია. სამი ნომრით იასპარეზებს ფეტელის ახალი თანაგუნდელი დანიელ რიკიარდო, რომელსაც ძველი წესით, მეორე ნომრით უნდა ეასპარეზა. სხვათა შორის, ეს ნომერი პილოტებს შორის არაპოპულარულია და არც არავის აურჩევია. N6 აირჩია ნიკო როსბერგმა, ვისმა მამამაც, ფინელმა კეკე როსბერგმა 1982 წელს ტიტული ერთადრთი გამარჯვებით მოიპოვა.

პილოტები და მათი ნომრები

რედ ბული
1 (ჩემპიონი) ან 5 - სებასტიან ფეტელი (გერმანია)
3 - დანიელ რიკიარდ (ავსტრალია)

მერსედესი
44 - ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
6 - ნიკო როსბერგი (გერმანია)

ფერარი
14 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
7 - კიმი რაიკონენი (ფინეთი)

ლოტუსი
8 - რომენ გროჟანი (საფრანგეთი)
13 - პასტორ მალდონადო (ვენესუელა)

მაკლარენი
22 - ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
20 - კევინ მაგნუსენი (დანია)

ფორს ინდია
27 - ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
11 - სერხიო პერესი (მექსიკა)

ზაუბერი
99 - ადრიან სუტილი (გერმანია)
21 - ესტებან გუტიერესი (მექსიკა)

ტორო როსო
25 - ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ)
26 - დანიილ კვიატი (რუსეთი)

უილიამსი
19 - ფელიპე მასა (ბრაზილია)
77 - ვალტერი ბოტასი (ფინეთი)

მარუსია
17 - ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი)
ვაკანსია

კატერჰემი
ვაკანსია
ვაკანსია

No comments:

Post a Comment