დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, January 23, 2014

„ლენდ როვერმა“ სახელი „ლენდი“ დაარეგისტრირა

Land Rover Bags Landy Name, May Use It For Compact Crossover
23 იანვარი
„ლენდ როვერის“ ბიზნესი არნახულ წარმატებებს აღწევს, კომპანია გაყიდვების და მოგების რეკორდებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. ამას უპირველესად, ბაზარზე ახალი და სრულიად ახალი მოდელების გამოშვების ხარჯზე აღწევს. თუმცა მიღწეულს არ სჯერდება და ექსპანსიას აგრძელებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ახლახანს ბრიტანულმა კომპანიამ, მისთვის სრულიად ახალ სახელ „ლენდის“ კომერციული უფლების მოპოვებაზე შეიტანა განაცხადი.
პარალელურად, „ლენდ როვერი“ ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე მიუახლოვდეს გამონაბოლქვზე ახალ სტანდარტებს, რომლებსაც ევროპაში მალე შემოიღებენ. ამსიათვის, კომპანია ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას ცდილობს, როგორიცაა ჰიბრიდული და ელექტრული ძალური სისტემები (შესაბამისად, რეინჯ როვერი და დიფენდერი). გარდა ამისა, სამოდლო გამაში მალე პატარა ავტომობილს უნდა ველოდოთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაც, საწვავის ეკონომიური ხარჯი იქნება. ამის წყალობით, „ლენდ როვერი“ თავისი სამოდელო გამის ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობის შემცირებას შეძლებს. სწორედ ამ პატარა მოდელის სახელი შეიძლება გახდეს „ლენდი“.
საინტერესოა, რომ ამ სახელით, „ლენდ როვერის“ ავტომობილებს ხშირად მოფერებით მოიხსენიებდნენ. პატარა ავტომობილისთვის კი ის ზედგამოჭრილია. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, პატარა მოდელი ამჟამად ყველაზე მეტად აკლია „ლენდ როვერის“ გამას. ის „ფრილენდერის“ დაბლა დაიკავებს ადგილს. ეს უკანასკნელი (ზოგ ბაზარზე LR2-ის სახელით იყიდება) ძველ სახელს დაკარგავს და „დისქავერის“ ოჯახს შეუერთდება. მოკლედ, „ლენდი“ კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილებს, როგორებიცაა „მინი ქანთრიმენი“ და „მინი პეისმენი“, ასევე „ჯიპ ჯიპსტერი“, რომელიც ბაზარზე მალე გამოვა და „აუდი Q1“, რომელიც ასევე მალე გამოვა. ავტომობილების გარდა, „ლენდ როვერი“ სახელ „ლენდის“ ასევე აქსესუარების, მოდლების და ტანსაცმლისთვისაც გამოიყენებს.
გარეგნულად ახალი ავტომობილი ალბათ კონცეპტუალური DC100-ის სტილში შესრულდება, რომლის წარმოებაც „ლენდ როვერს“ დიდი ხანია, სურს, მაგრამ შესაბამისი ბიზნეს გეგმა კარგა ხანს ვერ შეადგინა, რადგან ბაზარი უგზოობის პატარა ავტომობილისთვის მზად არ იყო. ამჟამად კი სულ სხვა სიტუაციაა და არავის გაუკვირდება, თუ „ლენდი“ ბრიტანული კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება.

No comments:

Post a Comment