დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 13, 2014

„შევროლეს“ წლის საუკეთესო ავტომობილები

GM Scoops 2014 North American Car and Truck of the Year Awards with Corvette & Silverado
13 იანვარი
„შევროლე კორვეტ სტინგრეი“ და „შევროლე სილვერადო“, ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად დაასახელეს. ტრადიციული კონკურსის შედეგები, დეტროიტის მოტორ შოუს პრესის დღეების გახსნისთანავე გამოაცხადეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა „შევროლე“ წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებას იგებს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე პიკაპების და უგზოობის ავტომობილების კატეგორიებში. ადრე მსგავსი დუბლი მხოლოდ „ფორდს“ და „ჰონდას“ აქვთ შესრულებული.
საინტერესოა, რომ ორივე ავტომობილმა ეს საპატიო წოდება მეორედ მოიპოვა. „კორვეტი“ პირველად საუკეთესოდ 1998 წელს დასახელდა, „სილვერადომ“ კი პირველად 2007 წელს გაიმარჯვა. „კორვეტმა ამჯერად „კადილაკ CTS-ს“ და „მაზდა 3-ს“ აჯობა, „სილვერადოს“ კი ფინალში მეტოქედ უახლესი „ჯიპ ჩეროკი“ და „აკურა MDX“ ჰყავდა.
ჟიურიში საავტომობილო თემაზე მწერალი 49 ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტი შედიოდა. ისინი ავტომობილებს ინოვაცურობის, დახვეწილი დიზაინის, უსაფრთხოების, მანევრულობის, მართვის სიმარტივისა და ფასის შესაბამისად აფასებდნენ. საბოლოოდ, „კორვეტმა“ 211 ქულა დაიმსახურა, „მაზდა 3-ს“ 185 ქულა ერგო, „კადილაკ CTS-ს“ კი - 94 ქულა. „სილვერადოს“ მონაგარი 219 ქულაა, „ჩეროკისა“ 174, „აკურასი“ კი - 97.
მსუბუქ ავტომობილებს შორის „ჯენერალ მოტორსის“ მოდელმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. სულ ამერიკულ ბრენდებს ეს საპატიო წოდება 12-ჯერ აქვთ მოგებული. ოთხჯერ მოიგეს ევროპელებმა, სამჯერ იაპონელებმა და ორჯერაც კორეელებმა (ჰიუნდაიმ). პიკაპებისა და უგზოობის ავტომობილების კატეგორიაში ამერიკელებს 14 გამარჯვება აქვთ, იაპონელებს ოთხი და ევროპელებს - სამი.

No comments:

Post a Comment