დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 5, 2013

„კატერჰემს“ გამოცდილი პილოტი სჭირდება

Caterham hoping to land established star for 2014 F1 line-up
5 დეკემბერი
„კატერჰემი“ იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონისთვის ერთი გამოცდილი პილოტი ეყოლება, რომელსაც პარტნიორობას ნაკლებად გამოცდილი პილოტი გაუწევს. გუნდმა ფორმულა ერთში გამოსვლა 2010 წელს, „ლოტუსის“ სახელით დაიწყო და დებიუტისთანავე ისეთი გამოცდილი პილოტები ჰყავდა, როგორებიც ფინელი ჰეიკი კოვალაინენი და იტალიელი იარნო ტრულია.
მაგრამ შემდეგ ორივე შეცვალა და ამ სეზონში, ორივე მანქანა გამოუცდელ პილოტებს - ჰოლანდიელ გიედო ვან დერ გარდეს და ფრანგ შარლ პიკს მიანდო. ამასთან, კოვალაინენი სარეზერვო პილოტად დაიტოვა. თუმცა ფინელს, ვინც გასული სეზონის ბოლო ორ ეტაპზე, „ლოტუსში“ თავისი თანამემამულე კიმი რაიკონენი შეცვალა, მომავალ სეზონში საპრიზო პილოტად დაბრუნების რეალური შანსი აქვს.
რაც შეეხება მეორე პილოტს, ამ ადგილზე ბევრი კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა ვან დერ გარდე. კიდევ ერთი კანდიდატია მექსიკელი ესტებან გუტიერესი, ვინც გასული ჩემპიონატი „ზაუბერში“ გაატარა. როგორც ჟურნალი „ავტოსპორტი“ წერს, გუტიერესი ლიფილდს სწვევია, სადაც „კატერჰემის“ ბაზა მდებარეობს. გუნდის შეფი სირილ აბიტბული ამბობს, რომ პილოტების ისეთი წყვილი სჭირდება, რომლებიც ერთმანეთს კარგად შეეწყობიან.
„გამოცდილი და ახალგაზრდა სისხლის კომბინაცია ისაა, რაც ჩვენთვის სასურველია. „კატერჰემი“ ახალგაზრდა ადამიანების ბრენდია, ახალგაზრდა ტალანტების გუნდი. და ვფიქრობ, ასეთადაც დარჩება. გამოცდილება კი ძალიან საჭიროა, განსაკუთრებით ჩვენისთანა გამოუცდელი გუნდისთვის. ეს მომავალ სეზონში ძალიან ფასეული იქნება, რადგან ახალი რეგლამენტის გამო, დასაწყისში ბრმებივით მოგვიწევს მოქმედება. ბევრი ახალი ინფორმაციის გადამუშავება და შეჯერება მოგვიწევს, რაშიც გამოცდილ პილოტს სწორი მიმართულების არჩევაში დიდი როლის შესრულება შეუძლია. ამასთან, დროსაც დაგვაზოგვინებს“, - ამბობს აბიტბული და დასძენს, რომ კოვალაინენი ერთადერთი გამოცდილი პილოტი არაა ბაზარზე. ოღონდ, სხვებში ვის გულისხმობს, ამას არ აზუსტებს.

გუნდები და პილოტები 2014 წლის ფორმულა 1-ში

რედ ბული
სებასტიან ფეტელი
დანიელ რიკიარდო

მერსედესი
ლუის ჰამილტონი
ნიკო როსბერგი

ფერარი
ფერნანდო ალონსო
კიმი რაიკონენი

ლოტუსი
რომენ გროჟანი
პასტორ მალდონადო

მაკლარენი
ჯენსონ ბატონი
კევინ მაგნუსენი

ფორს ინდია
ნიკო ჰულკენბერგი
ვაკანსია

ზაუბერი
ვაკანსია
ვაკანსია

ტორო როსო
ჟან-ერიკ ვერნი
დანიილ კვიატი

უილიამსი
ფელიპე მასა
ვალტერი ბოტასი

მარუსია
ჟიულ ბიანკი
ვაკანსია

კატერჰემი
ვაკანსია
ვაკანსია

No comments:

Post a Comment