დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 12, 2013

მომავალი სეზონიდან პოულების თასი გათამაშდება

Motor racing-Formula One to award pole position trophy
12 დეკემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა ერთში პოულ პოზიციების თასის გათამაშება დააწესა. მომავალი სეზონდან, მრბოლებს კვალიფიკაციის დროს, იმის სტიმულიც ექნებათ, რომ ამ საპატიო ჯილდოსთვის იბრძოლონ.
ახალ რეგლამენტში წერია, რომ პოულების თასის გამარჯვებულს, კვალიფიკაციებში მოპოვებული მეტი გამარჯვების შესაბამისად გამოავლენენ. თუ ეს მაჩვენებელი ერთნაირი იქნება, მაშინ უპირატესობა იმას მიენიჭება, ვისაც მეტი მეორე ადგილი აქვს. ამ მხრივაც თანაბრობის შემთხვევაში, მეტი მესამე ადგილი იძლევა უპირატესობას და ასე შემდეგ. თუ ყველა მაჩვენებელი ერთნაირი აღმოჩნდა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას FIA საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სისტემის შესაბამისად, ბოლო ხუთი სეზონიდან, პოულების თასს ოთხჯერ მოიპოვებდა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც ამას პოულების რაოდენობითვე, ყოველგვარი ზედმეტი გადაანგარიშების გარეშე მოახერხებდა.
ახალი რეგლამენტით ასევე დაწესდა საჯარიმო ქულების სისტემა. თუ სეზონის განმავლობაში, პილოტს 12 საჯარიმო ქულა დაუგროვდა, ის ავტომატურად გამოტოვებს ერთ ეტაპს. ამასთან, საჯარიმო ქულა პილოტის სუპერ ლიცენზიაზე ერთი წლის განმავლობაში იქნება მიბმული. ვადს გასვლის შემდეგ, ის ანულირდება.
დაბოლოს, ამიერიდან ფორმულა ერთში ყველა პილოტი თავის (თავისუფალ) ნომერს აირჩევს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მისი იქნება. ამასთან, ნომერი კარგად უნდა ჩანდეს როგორც ჩაფხუტზე, ასევე მანქანის წინა ნაწილზე. ჩემპიონობის შემთხვევაში, პილოტს უფლება ექნება, პირველი ნომრით იასპარეზოს. ტიტულის დაკარგვის შემთხვევაში კი თავისი ნომერი დაუბრუნდება.

No comments:

Post a Comment