დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 1, 2013

„ფორდი“ ახალ „მუსტანგს“ ეკობუსტ „ვუდუ“ ძრავითაც აღჭურვავს

Ford Working on “Voodoo” EcoBoost Twin-Turbo V8 for 2015 Mustang
1 ნოემბერი
„ფორდი“ მალე უახლეს, მეექვსე თაობის „მუსტანგს“ გაგვაცნობს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ამ ავტომობილის შესახებ, წინდაწინ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთაგან ერთ-ერთს „ქარ ენდ დრაივერი“ ავრცელებს. ამერიკული გამოცემა გვამცნობს, რომ ცისფერი ოვალი ახალი „მუსტანგის“ ბაზაზე, ვერსია „მახ 1-საც“ გამოუშვებს, რომელიც ეკობუსტ ძრავის ვერსია „ვუდუთი“ აღიჭურვება.
ეს არის წყვილი ტურბო დამჭირხნით აღჭურვილი V8 ძრავი, რომლის სიმძლავრეც 550-დან 600 ცხენის ძალამდე იქნება. ამ ძრავს შემდეგი თაობის „შელბი GT350-ზე“ დააყენებენ. „ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, ცისფერი ოვალი ასევე გააგრძელებს მექანიკურ დამჭირხნიანი 5.8-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი „შელბი GT500-ის“ წარმოებას. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამერიკულმა კომპანიამ ახლახანს სამარკო ნიშანი „მახ 1“ დააპატენტა და არსებობს ვარაუდ, რომ ამ სახელით სწორედ „შელბი GT500-ის“ შეცვლა იგეგმება. ამასთან, ვერსიას „ფორდი“ დამოუკიდებლად, „შელბის“ ჩარევის გარეშე შექმნის.
ჯერჯერობით არავის დაუზუსტებია, რა ტექნოლოგიური სიახლეებით იქნება გამორჩეული „ვუდუ“ ძრავი, რომლის მუშა მოცულობაც 5.0-5.5 ლიტრი უნდა იყოს. სამაგიეროდ, იმავე „ქარ ენდ დრაივერის“ პუბლიკაციაში ლაპარაკია იმაზე, რომ „ფორდი“ გააგრძელებს 5.0-ლიტრიან ძრავ „კოიოტით“ (500 ცხ.ძ) აღჭურვილი „მუსტანგების“ წარმოებას. გარდა ამისა, ახალი „მუსტანგის“ ძრავების გამაში 3.5-ლიტრიანი V6 ეკობუსტიც შევა.

No comments:

Post a Comment