დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 7, 2013

„ფორდის“ პლაგ-ინ ჰიბრიდები გაყიდვების რეკორდს ამყარებენ

Ford’s Plug-In Hybrids Deliver Best Sales Month Ever
7 ნოემბერი
„ფორდის“ ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ახლახანს, „ენერჯი“ ვერსიებმა გაყიდვების ჯამური მოცულობით, პლაგ-ინ ჰიბრიდული „ტოიოტას“ სახელოვანი „პრიუსის“ პლაგ-ინ ვერსიაც უკან ჩამოიტოვეს. ოქტომბერში ცისფერი ოვალის გაყიდვები, სექტემბერთან შედარებით 45 პროცენტით არის გაზრდილი.
ოქტომბერში“ფორდმა“ 2 179 ცალი „ფიუჟნ ენერჯი“ და „C-მაქს ენერჯი“ გაჰყიდა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში „ტოიოტას“ 2 095 ცალი პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსი“ აქვს გაყიდული. ჯერ კიდევ 13 თვის წინ, ამერიკული კომპანია აშშ-ის ბაზრის პლაგ-ინ ჰიბრიდების სეგმენტში არც კი იყო წარმოდგენილი, ამჟამად კი ამ სეგმენტის 34 პროცენტი უკავია.
„ფორდის“ ეკოლოგიურ ავტომობილებს განსაკუთრებით ფილადელფიაში, ნიუ იორკსა და ვაშინგტონში აფასებენ, სადაც ბოლო ორ თვეში ამ ავტომობილების გაყიდვები პრაქტიკულად გაორმაგდა და ეს ძირითადად „ფორდის“ პლაგ-ინ ჰიბრიდების ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები, დაახლოებით მესამედით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ გასული წლის პირველ ათ თვეში 29 526 ცალი პლაგ-ინ ჰიბრიდი გაიყიდა, წელს იმავე პერიოდში გაყიდვები 39 083 ცალამდე გაიზარდა.

No comments:

Post a Comment