დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 21, 2013

ბატონი „ინტელიგენტ“ პერესს აქებს

Button says teams should sign 'intelligent' Perez
21 ნოემბერი
ჯენსონ ბატონი თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელ სერხიო პერესს აქებს და ამობობს, რომ გუნდბმა, ვისაც ვაკანსიები ჯერაც აქვთ, ხელიდან არ უნდა გაუშვან ასეთი ჩამოყალიბებული და სწრაფი პილოტი. მან აღიარა, რომ ძალიან გაუკვირდა, როცა „მაკლარენის“ გადაწყვეტილება (მექსიკელის გაშვებაზე) შეიტყო. შეგახსენებთ, რომ პერესმა უოკინგელებთან მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, მის ადგილს კი მომავალი სეზონიდან დანიელი კევინ მაგნუსენი დაიკავებს.
23 წლის პერესს ძალიან უჭირს გუნდის მოძებნა, რადგან „მაკლარენიდან“ ძალიან გვიან გამოუშვეს, იმ დროს, როცა ტოპ გუნდებს ვაკანსიები პრაქტიკულად აღარ შემორჩათ. ერთადერთი თავისუფალი ადგილი „ლოტუსშია“, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას პასტორ მალდონადო დაიკავებს. პერესი კი, ვისაც ბატონი „ინტელიგენტ და სრულყოფილ“ პილოტად მოიხსენიებს, საშუალო გუნდბის იმედად რჩება. თუმცა, იქ მოხვედრაც საკმაო პრობლემებს უკავშირდება.
„ვგრძნობ, რომ ჩეკომ ამ სეზონში ბევრი რამ ისწავლა. „მაკლარენი“ ყოველთვის ცდილობდა მისთვის საუკეთესო პირობების შექმნას იმისათვის, რომ მიზნისთვის მიგვეღწია. ყველაფრის ერთბაშად ათვისება ძალიან ძნელია, თუმცა ჩეკო ამას ყოველთვის ახერხებდა“, - ყვება მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი.
კითხვაზე, რას ფიქრობს თავის ახალ თანაგუნდელზე, ბატონი პასუხობს: „ამ გადაწყვეტილებას მე არ ვღებულობ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩეკომ შესანიშნავად იმუშავა. ყველა გუნდმა, რომელსაც თავისუფალი ადგილი აქვს, მასზე უნდა იფიქროს, რადგან ის არამხოლოდ სწრაფია, არამედ ინტელიგენტიცაა. ის სრულყოფილი პილოტია“.
სეზონის ბოლო, ბრაზილიის ეტაპის შემდეგ, 33 წლის ბატონი ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ბრიტანელი მრბოლი გახდება - ეს მის კარიერაში 247-ე რბოლა იქნება. თუმცა თავად პილოტი ამბობს, რომ ეს ფაქტი სულაც არ ახარებს: „ალბათ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, ამდენ ხანს რომ აქ ვარ. ეს ყველაფერ დანარჩენზე საინტერესოა. მაგრამ თუ დამიჯერებთ, ჩემთვის ამ ეტაპზე კვარცხლბეკზე ასვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ზღვარის მიღწევა“.

No comments:

Post a Comment