დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 3, 2013

ჰულკენბერგი „მაკლარენისთვის“ მძიმეა

Report - Hulkenberg too heavy for 2014 McLaren
3 ოქტომბერი
ნიკო ჰულკენბერგი ძალიან მძიმეა იმისათვის, რომ „მაკლარენის“ მომავალი სეზონის მანქანას მოერგოს. არსებობს ვარაუდი, რომ უოკინგელები გერმანელს სერხიო პერესის შემცვლელად მოიაზრებენ. მაგრამ ჰულკის წონა - 74 კილოგრამი, მათი მანქანისთვის სერიოზული პრობლემაა. სხვათა შორის, ამ სეზონის დასაწყისში, გერმანელ მრბოლს პრობლემები მისი სიმაღლის გამო „ზაუბერშიც“ შეექმნა - მანქანის ვიწრო ცხვირში მისი ფეხები ვერ ეტეოდა.
ცნობილია, რომ „მაკლარენში“ პერესის გადასვლა, მისი პირადი სპონსორის - მექსიკურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ტელმექსის“ და მისი მფლობელის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, კარლოს სლიმის დამსახურებაა. მაგრამ როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, ჯერ გარკვეული არაა, თუ ვინ იქნება „მაკლარენის“ მომავალი ტიტულოვანი სპონსორი მას შემდეგ, რაც „ვოდაფონი“ წავა. „ტელმექსის“ გარდა, ამ წოდებას საპარსი საშუალებების მწარმოებელი „ჯილეტიც“ უმიზნებს.
პერესის ყველაზე ლოგიკური შემცვლელი, თუ „ვოდაფონის“ ადგილს „ტელმექსი“ არ დაიკავებს, ჰულკენბერგია. მაგრამ მისი წონა სერიოზულ პრობლემად იქცა. რეგლამენტის ცვლილების გამო, მომავალი სეზონიდან მანქანების წონა ისედაც მატულობს (დაახლოებით 50 კილოგრამით). მანქანის მინიმალური დასაშვები წონაც იზრდება, მაგრამ არა იმდენად, რამდენითაც ახალი ტექნოლოგების დანერგვა, მანქანის წონის გაზრდას გამოიწვევს. ამიტომ, პილოტის ზედმეტ 10 კილოგრამსაც კი დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
პილოტებსაც მკაცრი დიეტის დაცვა უწევთ, რათა საკუთარი ზედმეტი წონით, მანქანის კონკურენტუნარიანობის გაუარესება არ გამოიწვიონ. მაგალითად, მარკ ვებერს, ვინც თანამედროვე ფ1-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პილოტია, ამასწინათ დაუჩივლია, ხუთი წელია, არ მიჭამიაო. ამჟამდ მრბოლის ყველაზე ოპტიმალურ წონად 60-65 კილოგრამია მიჩნეული.
მოკლედ, თუ „მაკლარენში“ გადასვლა არ გამოუვა, ჰულკენბერგს „ლოტუსში“ კიმი რაიკონენის ადგილის დაკავების შანსიც აქვს. თუმცა, ამ ადგილს მის გარდა, ბრაზილიელი სპონსორით მხარდაჭერილი ფელიპე მასაც უმიზნებს. სათადარიგო ვარიანტად ჰულკის „ფორს ინდია“ რჩება, საიდანაც ამ ის სეზონის წინ გადავიდა „ზაუბერში“. ინდურ საჯინიბოში არ მალავენ, რომ პოლ დი რესტას გამოსვლებით არიან უკმაყოფილონი. აქ კი, როგორც „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, ჰულკის კონკურენტად დანიელი ახალბედა კევინ მაგნუსენი ეყოლება, რომელიც „მაკლარენის“ მხარდაჭერით სარგებლობს. „ფორს ინდიას“ კი „მაკლარენისგან“ მიწოდებული ტრანსმისიების და ჰიდრავლიკისთვის ვალი მართებს.

No comments:

Post a Comment