დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 3, 2013

„ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ქარხანას გახსნის

Land Rover to Open Production Plant in Brazil
3 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ახალი ქარხნის ასამოქმედებლად ემზადება. ამასთან, როგორც ბრიტანული ჟურნალი „ავტოქარი“ იტყობინება, კომპანია ეძებს პორტუგალიური ენის მცოდნე ისეთ სპეციალისტს, რომელიც ბრაზილიურ ქარხანაში წარმოებული ავტომობილების ხარისხს გააკონტროლებს.
ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში უდიდესი ქვეყანა და შესაბამისად, უდიდესი საავტომობილო ბაზარიცაა, სადაც ადგილზე ავტომობილების წარმოებას მალე დაიწყებენ ისეთი პრემიუმ კომპანიები, როგორებიცაა „მერსედს-ბენცი“, „ბეემვე“ და „აუდი“. როდის დაიწყებს მუშაობას „იაგუარ ლენდ როვერის“ ქარხანა, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.
ბრაზილიაში ბრიტანული კომპანიის გეგმების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არსებული ვარაუდით, ახალ ქარხანაში პირველ რიგში, „ფრილენდერს“ (ფოტოზე) გამოუშვებენ, რომელიც “ლენდ როვერის“ ავტომობილებიდან, სამხრეთ ამერიკაში ყველაზე პოპულარულია. შემდგომ კი ალბათ „იაგუარის“ ჯერიც დადგება.
სხვათა შორის, „იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარ აღმასრულებელს, დოქტორ რალფ შპეთს ნათქვამი აქვს, რომ ქარხანა თავიდან ბრიტანეთიდან მიწოდებული კიტ-კომპლექტების აწყობაზე იმუშავებს. შემდგომში კი ადგილობრივი წარმოების მაკომპლექტებლები თანდათან ჩაანაცვლებს ბრიტანეთიდან იმპორტირებულს და ქარხანაც სრული ციკლით დაიწყებს მუშაობას.

No comments:

Post a Comment