დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 1, 2013

ფეტელის მანქანაზე გამონაბოლქვ გაზებს ისევ იყენებენ

Vettel using 'secret' exhaust-blown solution - report
1 ოქტომბერი
ეს ჯერ ვარაუდია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები გამოთქვამენ. ეს ეჭვები სინგაპურის რბოლისას, პირველად ფ1-ის ყოფილ გუნდ „მინარდის“ ყოფილ შეფ ჯანკარლო მინარდის დაებადა, რომელმაც ვარაუდები მას შემდეგ გამოთქვა, რაც რბოლის გარკვეულ მონაკვეთებში, ფეტელის ძრავის ხმამ დააეჭვა. მინარდი რბოლას ერთ-ერთი მოსახვევიდან უყურებდა. მან აღმოაჩინა, რომ ფეტელის მანქანა საეჭვოდ იოლად გადიოდა მოსახვევებს მისი ძრავი კი ისეთივე ხმას გამოსცემდა, როგორც წინა სეზონებში, როცა სისტემა ტრექშნ კონტროლის გამოყენება აკრძალული არ იყო.
იტალიურ ჟურნალ „ავტოსპრინტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც კარგად ისმის ფეტელის მანქანის ძრავის გამონაბოლქვის ხმა. ეს ხმა ძლიერ განსხვავდება სხვა მანქანების ხმისგან. უცნაური ხმა მაშინ ისმის, როცა მანქანას აპექსი გავლილი აქვს და აჩქარებას იწყებს. ეს ის მომენტია, როცა თუ სტაბილურობას უზრუნველყოფ, აჩქარების შედარებით ადრე და მკვეთრად დაწყებაა შესაძლებელი. ამის მიღწევა კი უპირატესობას იძლევა.
ჟურნალის პირველ გვერდზე ყურადღებას იქცევს სათაური - „ილ სეგრეტო დი ფეტელ“ (ფეტელის საიდუმლო), რომლის ქვეშაც სტატიაში ლაპარაკია გერმანელის აშკარა დომინაციის მიზეზებზე. სტატიაში გამოთქმულია ეჭვი, რომ „რედ ბული“ ფეტელის მანქანაზე ტრექშნ კონტროლის ნაირსახეობას კი არ იყენებს, არამედ ძრავის გამონაბოლქვს, უფრო ზუსტად კი ეგრეთ წოდებულ ჩასაბერ დიფუზორს, რომელიც ყველა ფორმით აკრძალულია.
ამ ვარაუდს ეთანხმება ბრიტანელი პოპულარული ჟურნალისტი ჯეიმს ალენი. მისი თქმით, „ტრექშნ კონტროლი ნაკლებად სავარაუდოა. უფრო გამონაბოლქვის არალეგალურ გამოყენებასთან გვაქვს საქმე“. „მერსედესის“ სარბოლო მენეჯერი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ „ასე სებასტიანს ყველა დარჩენლი რბოლის მოგება შეუძლია“.
თუმცა, კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ დარჩენილ რბოლებში ფეტელის ასეთი აშკარა დომინაცია მოსალოდნელი არაა. რაშია საქმე, „რედ ბულმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა, ამ ექსპერიმენტით აშკარა უპირატესობა მიიღო და ახლა თავს იზღვევს, რომ არ დასაჯონ?..

No comments:

Post a Comment