დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 1, 2013

„ფორდი“ ჩინეთში „ეჯის“ შეტანას აპირებს

Ford plans to sell Edge in China, report says
1 სექტემბერი
„ფორდი“ თანდათან აფართოებს იმ რეგიონების სიას, სადაც ქროსოვერ „ეჯს“ ჰყიდის. მორიგი დიდი ბაზარი, სადაც ამ ავტომობილის შეტანა იგეგმება, ჩინეთია. ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდება (2015 წელს), რაც ცისფერი ოვალი მას განაახლებს. ამერიკულმა კომპანიამ „ეჯის“ შარშან მიიღო, მაგრამ რატომღაც, ჩინეთს ეს პოპულარული ავტომობილი დაუგვიანა. ეს კი მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ჩინეთისთვის „ეჯის“ სპეციალური ვერსიის წარმოება იგეგმება, რომელიც იქაური მყიდველის მოთხოვნილებათა შესაფერისი იქნება.
„ფორდი“ შემდეგი თაობის „ეჯს“ ამერიკასა და ჩინეთში, ადგილობრივი ბაზრებისთვის გამოუშვებს. ამასთან, ამერიკული ვერსია ევროპაშიც გაიყიდება, სადაც ასევე „გალაქსის“ და განახლებულ „S-მაქსსაც“ შეიტანენ. სამივე ავტომობილი ერთ პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ცისფერ ოვალში CD4.2-ს უწოდებენ. ამასთან, სამივეს წარმოება პრაქტიკულად ერთდროულად დაიწყება. მაგრამ ამერიკის ბაზარზე არც „გალაქსი“ გაიყიდება და არც „S-მაქსი“.
„ფორდი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე კონცეპტუალურ „S-მაქსს“ წარადგენს, რომელიც ახლახანს, ინტერნეტით გაგვაცნო. კომპანიის ინჟინრებმა ეს ავტომობილი ახალ „ეჯთან“ ერთად შეიმუშავეს. როგორც ცისფერი ოვალის მიმწოდებლები ამბობენ, ორივე საერთო საინჟინრო პროგრამის კოდ CD391-ს შეესაბამება. ამ კოდს, საკუთრივ ავტოკომპანიის გარდა, მისი მიმწოდებლებიც იყენებენ.
მართალია, ამ ორი ავტომობილის აგებულება ერთნაირია, მაგრამ გარეგნულად ისინი განსხვავდებიან. განსხვავებული იქნება მათი ინტერიერიც. მათგან „ეჯი“ უფრო განიერიცაა და მაღალიც. თუმცა, მის სალონში სავარძლების მცხოლოდ ორი რიგი განლაგდება. ამ ავტომობილს უფრო უხეში გარეგნობაც ექნება და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის უგზოობის ავტომობილია. ახალი „S-მაქსის“ სალონში კი სავარძლები სამ რიგად განლაგდება. ეს ავტომობილი ახალგაზრდა ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ის სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოადგებათ.

No comments:

Post a Comment