დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 12, 2013

კონცეპტუალური „ნირო“ „კიას“ მომავალი პატარა ყველგანმავალია

Kia Envisions a New Small SUV with Niro Concept
12 სექტემბერი
აგრესიული და სპორტული - მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ „კიას“ უგზობის სუბკომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი „ნირო“, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე ჩატარდა. ხშირად, რაც დამთვალიერებელს და სპეციალისტებს კონცეპტუალურ ავტომობილებში მოსწოთ, განსაკუთრებით, გარეგნობის დამახასიათებელი ელემენტები, ის კონვეიერამდე ვერ აღწევს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. პირველ რიგში ტექნოლოგური მოთხოვნები, მეორე რიგში კი ის, რომ კომპანიები ზედმეტად თამამი ფორმების სერიაში გაშვებას მიუჩვეველნი არიან.
ალბათ ასე იქნება „ნიროს“ შემთხვევაშიც. არადა, „ნისან ჯუკის“ მომავალ მეტოქეს აშკარად არ აწყენდა წარმოებამდე იმ სახით მიღწევა, როგორიც დღესაა - „ჯუკი“ ხომ პირველ რიგში, თავისი გარეგნული სითამამით გახდა წარმოუდგენლად პოპულარული. სხვათა შორის, „კიამ“ ფრანკფურტშივე განაცხადა, რომ „ნირო“ დიზაინერთა თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფია და მისი მეშვეობით, პოტენციურ მყიდველთა აზრის შესწავლა იგეგმება.
„კიას“ ფრანკფურტის ოფისის მთავარი დიზაინერი გრეგორი გიომი ამბობს, რომ მისი ჯგუფი მოხარული იქნება, თუ მათი ყველა კონცეპტუალური ავტომობილი, მალე ფრანკფურტის, ლონდონის და პარიზის ქუჩებში, უცვლელად დაიწყებს სიარულს. მისივე თქმით, „კია“ პატარა ავტომობილების სეგმენტებში კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს და „ნირო“ ნიმუშია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი სერიული ავტომობილები. საერთო ჯამში, „ნირო“ კორპორატიული სტილი განვითარების ერთ-ერთი ვარიანტი, ან ეტაპია.
„ნიროს“ გაბარიტებია: სიგრძე 4 185 მილიმეტრი, სიგანე 1 850 მილიმეტრი, სიმაღლე 1 558 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2 590 მილიმეტრი და წინა და უკანა კვალი 1 630 მილიმეტრი. კონცეპტუალური ავტომობილი ღჭურვილია ბენზინის 1.6-ლიტრიანი T-GDi ტურბო ძრავით, რომელთანაც უნისონში ელექტრო ძრავი მუშაობს. შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 158 ცხენის ძალაა. მასთან ორმაგი ქუროთი 7-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა ბორბლებს აწვდის, ელექტრო ძრავი კი, რომლის სიმძლავრეც 44 ცხენის ძალაა, უკანა ბორბლებს ატრიალებს. ამ უკანსკნლს ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც ენერგიას დამუხრუჭების დროს ივსებს.
„ნიროს“ კონცეპტუალური ავტომობილისთვის არცთუ უცხო, ზევით ასაწევი კარები აქვს, როგორსაც კონვეიერამდე აუცილებლად შეცვლიან. იგივე ბედი ელის 20-დუიმიან ბორბლებს, რომლებიც 225/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი. სალონში საინტერესოა მისი სიმარტივე - ცენტრალური კონსოლის მოვალეობას ერთადერთი სენსორული მონიტორი ასრულებს. რეგულირებადია პედლების ბლოკი და საჭის რგოლი. საჭის უკან ჩვეულებრივი მაჩვენებლების დაფაა, რომელიც ასევე სენსორული ეკრანია.

No comments:

Post a Comment