Toyota Teases Hybrid-R Concept, Reveals First Details
13 აგვისტო
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუ „ტოიოტას“
ავტომობილების ენთუზიასტებისთვისაც საინტერესო იქნება - იაპონური კომპანია იქ ჰიბრიდულ
კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „ჰაიბრიდ-R“. ავტომობილი იმითაა
საინტერესო, რომ ის ლე მანის რბოლის მონაწილე პროტოტიპ „TS030 ჰაიბრიდზე“ გამოყენებული
ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილისადმი ინტერესის გაღვივება „ტოიოტამ“
ფოტო ტიზერის და მწირი ინფორმაციის გამოქვეყნებით დაიწყო.
პირველად ამ ავტომობილის შესახებ „ტოიოტამ“ ერთი
კვირის წინ გამოაცხადა და მაშინ გაჩნდა ვარაუდ, რომ ეს იქნებოდა პოპულარულ „სუპრას“
შემცვლელის კონცეპტუალური ვერსია. ამ ავტომობილს კომპანიის თაყვანისმცემლები
მოუთმენლად ელიან, მაგრამ ამჯერად მათი მოლოდინი არ გამართლდა. თუმცა, სარბოლ
ავტომობილთან ნათესაობის წყალობით, „ჰაიბრიდ-R“ უფრო საინტერესოც კი უნდა იყოს.
„ტოიოტას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონცეპტუალური
„ჰაიბრიდ-R“ კომპანიის ერთ-ერთი სერიული ავტომობილის ბაზაზეა დამზადებული. ერთი
შეხედვით, გამოქვეყნებული ფოტო ტიზერი დონორი ავტომობილის გამოცნობის საშუალებას
არ იძლევა, რადგან სიბნელეში მხოლოდ მისი ნაწილი ჩანს. მაგრამ ფოტოს გაღიავებით,
მანქანის მონახაზიც იკვეთება. და ამ შემთხვევაში, ის პატარა „იარისს“ მოგვაგონებს.
მაგრამ ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან ჰიბრიდული
აგრეგატი 400 ცხენის ძალას ავითარებს, რაც „იარისისთვის“ საკმაოდ ბევრია.
სამაგიეროდ, ასეთი კონცეპტისთვის შესანიშნავი „მასალაა“ სპორტული GT 86, რომელიც
უკვე საკმაოდ პოპულარულია და საინტერესო იქნებოდა მისი სარბოლი ვერსიის შექმნაც.
ყოველ შემთხვევაში, ცდას ხელს არაფერი უშლის.
არც ისაა გამორიცხული, რომ „ტოიოტამ“ თავის პრემიუმ
შტო „ლექსუსის“ არქიტექტურა გამოიყენა. ამ ბრენდისთვის ახლა ყველაზე აქტუალური,
საწარმოო პროგრამაში სწორედ სპორტული ავტომობილის დამატებაა. ამიტომ, არ უნდა
გაგვიკვირდეს, რუ „ჰაიბრიდ-R“ ბაზირებულია „ლექსუს IS-ზე“.
„კონცეპტუალური „ჰაიბრიდ-R“ ბაზირებულია „ტოიოტას“
ერთ-ერთ სერიულ ავტომობილზე და აღჭურვილია ისეთივე ძალური დანადგარით, როგორსაც გამძლეობაზე
FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატის სარბოლო „TS030 ჰაიბრიდზე“ ვიყენებთ. მასში მძლავრ
შიდაწვის ძრავთან, ელექტრო ძრავებია კომბინირებული და მთლიანობაში 400 ცხენის
ძალას იძევა. კონცეპტუალურ ავტომობილს ორ რეჟიმში შეუძია მუშაობა, რომელთაგან ერთი
სარბოლოა, მეორე - საგზაო“, - ნათქვამია „ტოიოტას“ რელიზში.
No comments:
Post a Comment