No front-drive Smart SUV, says Mercedes boss
2 აგვისტო
„მერსედეს-ბენცი“ არ აპირებს შემდეგი თაობის „სმარტისთვის“
იმ პლატფორმის გამოყენებას, რომელსაც ის „რენო-ნისანის“ ალიანსთან ერთად ქმნის.
ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, გერმანული კომპანიის შეფმა დიტერ ცეტშემ დაადასტურა,
რომ მომავალი „სმარტების“ შეთანწყობა მხოლოდ უკანა ძრავიანი და უკანა წამყვანი
ბორბლებით იქნება.
„ეს იქნება ამ ბრენდის განმასხვავებელი ნიშანი, უნიკალური
თვისება, რაც „სმარტს“ სხვა ბრენდებისგან განაცალკევებს. ჩვენს გეგმაში არ შედს
უფრო გავრცელებული შეთანწყობა, რომელშიც ძრავი წინაა და წამყვანი ბორბლებიც
წინებია“, - ამბობს ცეტშე და დასძენს, რომ მისი კომპანია ფრანკფურტის მოტორ შოუზე
ორ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს.
იმის ნაცვლად, რომ ცალკე უგზოობის ავტომობილი გამოუშვას,
რომლითაც კონკურენციას „ფოლკსვაგენ ტაიგუნს“ და მის მსგავს, პატარა ქროსოვერებს
გაუწევს, „სმარტი“ გეგმავს, რომ თავისი ქროსოვერი მეორე თაობის ჰეჩბეკ „ფორფორის“ ბაზაზე
შექმნას. უბრალოდ, ამ ავტომობილს ცოტათი აამაღლებს, მის ძარასაც ცოტათი
გადააკეთებს და ქროსოვერიც მზად იქნება.
თუმცა, ცეტშე არ გამორიცხავს, რომ მომავალში, „მერსედეს-ბენცმა“
თავისი ემბლებით, უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილის წარმოება გადაწყვიტოს. ასეთი
მესამე თაობის A-კლასის ბაზაზე აიგება და ის კონკურენციას „მინი
ქანთრიმენს“ გაუწევს. „ჩვენ პრემიუმ კლასში კონკურენტულ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი,
რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვარსკვლავი, ყველაზე პატარა კლასის ავტომობილებსაც
უნდა ამშვენებდეს“, - დასძენს ცეტშე.
No comments:
Post a Comment