დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 3, 2013

„ფოლკსვაგენ პასატ TDI“ გინესის წიგნში

Volkswagen Passat TDI sets Guinness World Record for fuel economy
3 ივლისი
„ფოლკსვაგენის“ ჩატანოგას (შტატი ტენესი) ქარხანაში გამოშვებული სედანი „პასატ TDI“, საწვავის ეკონმიურად მოხმარების მხრივ გინესის რეკორდსმენი გახდა. „ფოლკსვაგენმა“ სპეციალურად ჩაატარა გარბენი მთელს ამერიკაში (ალასკისა და ჰავაის შტატების გამოკლებით), რომლის დროსაც, ეკიპაჟმა 13 071 კილომეტრი 16 დღეში გაიარა.

გარბენის დროს, ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.02 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. სწორედ ესაა რეკორდი, რაც გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის მიერ სპეციალურად წარგზავნილმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს.
გარბენისას, ავტომობილს ბლოგერი უეინ გერდენსი და ინჟინერი ბობ უინგერი მართავდნენ. მიზანი თავიდანვე საწვავის ეკონომიურად მოხმარების ძველი რეკორდის (3.46 ლ/100 კმ) გაუმჯობესება იყო, რისთვისაც ხელი მძღოლების მართვის გამოზომილ სტილსაც უნდა შეეწყო.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ სერიული „პასატ TDI-თ“ არსებული რეკორდის გაუმჯობესება რეალური იყო. მაგრამ ასეთი შედეგზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო. 3.02 ლიტრი 100 კილომეტრზე არის შედეგი, რომელიც „ფოლკსვაგენის“ TDI ძრავების პოტენციალს გვიჩვენებს. და ჩვენმა შედეგმა ისიც აჩვენა, რომ საწვავის მოხმარება უშუალოდ მძღოლზეა დამოკიდებული“, - ამბობს გერდესი.
ოფიციალური მონაცემებით, „ფოლკსვაგენის“ TDI ძრავი (T - ტურბო, DI - უშუალო შეფრქვევა), როდესაც მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისიაა შეწყვილებული, იმ პირობებში, რომელიც მაგისტრალზე მოძრაობას შეეფერება, 100 კილომეტრზე 5.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

No comments:

Post a Comment