დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 3, 2013

ვებერი სტარტზე მისი ჩავარდნების მიზეზების დადგენას მოითხოვს

Webber wants probe on starts problem
3 ივლისი
მარკ ვებერი ამბობს, რომ „რედ ბულმა“ უნდა გამოიკვლიოს სტარტზე მისი ხშირი შეყოვნებების მიზეზი. ავსტრალიელმა ეს ბრიტანეთის დიდი პრიზის შემდეგ განაცხადა, რომლის სტარტზეც ერთბაშად პელოტონის მეორე ნახევარში, მე-15 ადგილზე აღმოჩნდა, პირველ მოსახვევში კი რომენ გროჟანის „ლოტუსთანაც“ ჰქონდა კონტაქტი. თუმცა ამის მიუხედავად, ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა.
„წარმოდგენა არ მაქვს, სტარტზე რა მოხდა. წინა რბოლებში ორი თუ სამი კარგი სტარტი მქონდა. მაგრამ ახლა ასეთი რამ მოხდა. შუქი ჩაქვრა თუ არა, თითქოს მაშინვე ამოვვარდი ფორმიდან. მერე კი გროჟანთან შეჯახებამ წინა ფრთა დამიზიანა. კიდევ კარგი, ბიჭებმა შესანიშნავად იმუშავეს და პირველ სტოპზე, ფრთა ძალიან სწრაფად გამოცვალეს. ჩემი რბოლა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. გამოსაკვლევია, რატომ ხდება პერიოდულად ასეთი ჩავარდნები“, - ყვება ვებერი.
ავსტრალიელმა ფინიშის ხაზი გამარჯვებულ ნიკო როსბერგზე 0.7 წამით გვიან გადაკვეთა და სავარაუდოდ, სტარტზე ჩავარდნა რომ არა... „კარგი იქნებოდა, მეტი წრე გვქონოდა გასავლელი, მაგრამ ნიკომ ეს გამარჯვება დაიმსახურა. მან ძალიან კარგად იასპარეზა“, - ამბობს ვებერი, ვინც სწორედ ბრიტანული ეტაპის წინ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, ფ1-ს ტოვებს და „პორშეში“ გადადის, რომლის სპორტული პროტოტიპითაც, ლე მანის რბოლასა და სერიაში იასპარეზებს.

No comments:

Post a Comment