დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 2, 2013

ლოები პაიკს პიკზე არ დაბრუნდება

Sebastien Loeb admits Pikes Peak return unlikely
2 ივლისი
სებასტიან ლოები ამბობს, რომ პაიკს პიკზე დაბრუნებას და თავისი რეკორდის მოხსნას აღარ აპირებს. 30 ივნისს პაიკს პიკის რბოლისას, „პეჟო 208 T16-ით“ ასპარეზობისას, ლოებმა 19.99-კილომეტრიანი აღმართი 8 წუთსა და 13.878 წამში გაიარა და წუთნახევარზე მეტით გააუმჯობესა შარშან, ახალზელანდიელი რის მილენის მიერ დამყარებული რეკორდი.
მაგრამ კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ ერთხელ სცადოს ლეგენდარული რბოლის დალაშქვრა, ლოებმა მიუგო, რომ ეს ტრასა იმდენად სახიფათოა, რომ მასზე გამოსვლა ერთადერთი გამონკლისი იყო. „ჩვენ ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. მართლა ძალიან მომეწონა აქ გამოსვლა. ვნახოთ, თუ ვინმე შეძლებს რეკორდის გაუმჯობესებას. განწყობა შესანიშნავი მაქვს, მაგრამ რისკიც მეტისმეტად მაღალია“, - ამბობს ლოები.
მილენი, ვინც საკუთარი რეკორდული დროის გაუმჯობესება კი შეძლო, მაგრამ ლოებს 49 წამით ჩამორჩა, დარწმუნებულია, რომ ლოების და „პეჟოს“ მიერ ნაჩვენები დრო მიუწვდომელია: „ისინი დაუმარცხებლები იყვნენ. წარმოუდგენელი დრო აჩვენეს. როდის გაუმჯობესდება ეს დრო? შესაძლოა, არასდროს...“

სხვათა შორის, ლოებმა „პეჟოს“ სიმულატორის მიერ ნაჩვენები, პრაქტიკულად იდეალური დრო, ორი წამით გააუმჯობესა. საინტერესოა, რას ჰყვება თავად გამარჯვებული თავის გამოსვლაზე: „სტარტამდე იმაზე ვფიქრობდე, მაქსიმალურად მივწოლოდი, თუ თავი დამეზგა და მხოლოდ გამარჯვებას დავჯერებოდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ზღვარზე მევლო. ამ მანქანას ისეთი ჩაჭიდება აქვს, როგორც ლე მანის პროტოტიპს. აჩქარებით ფორმულა ერთის მანქანას აჯობებს. ტრასა კი, თავისი პეიზაჟით ისეთია, როგორიც რალის რბოლებში. მოსახვევებიდან ქვემეხის ჭურვივით სწრაფად გამოვდიოდი. მანქანას განსაცვიფრებელი გაწევა აქვს. ტრასის ორივე მხარეს უფსკრულია. ჩვენმა ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს, რათა გამარჯვებისთვის საჭირო მანქანა მოემზადებინათ. პროგრამაზე დიდი თანხა დაიხარჯა. მე მცირე შეცდომის უფლებაც არ მქონდა. 20 ძალიან რისკიანი კილომეტრი უნდა გამევლო“...

No comments:

Post a Comment