დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 2, 2013

„რეინჯ როვერ სპორტის“ მართვის გამოწვევები

Range Rover Sport Driven Challenges
2 ივლისი
ასე ჰქვია „ლენდ როვერის“ სარეკლამო პროექტს, რომლის მიზანიც, უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ პოპულარიზაციაა. პროექტი ახალი ავტომობილის ოთხ სათავგადასავლო მოგზაურობას ითვალისწინებს, რომელთა დროსაც, ის თავის უგზოობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გამოავლენს. ოთხივე გარბენი, ავტომობილს სრულიად განსხვავებულ პირობებში თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.

მათგან პირველი, პაიკს პიკის ლეგენდარულ აღმართზე უკვე შედგა. რბოლამდე ოთხი კვირით ადრე, ამერიკელმა პოლ დალენბახმა, უგზოობის სერიული ავტომობილებისთვის, პაიკს პიკის მსოფლიო რეკორდიც (ფოტოზე) კი დაამყარა - 19.99 კილომეტრი 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა. თანაც, ეს უბრალოდ ოცი კილომეტრი არაა. დისტანციის სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა ამპლიტუდა 1440 მეტრს შეადგენს და ფინიში ზღვის დონიდან 4300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მოგვიანებით, ამ დამსახურებისთვის, „რეინჯ როვერ სპორტს“ პაიკს პიკის რბოლის უსაფრთხოების ავტომობილის სტატუსი უბოძეს.
დარჩა სამი გამოწვევა. აგვისტოში ბრიტანული ავტომობილი ჩვენი პლანეტის ხმელეთის ყველაზე დაბალ ადგილს, მკვდარ ზღვას ეწვევა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს. იქ მას გაუსაძლის პაპანაქებ სიცხეში (ცელსიუსით 45 გრადუსზე ზევით) მოუწევს მისიის შესრულება. იქიდან პროექტის მონაწილეები გეზს ჰიმალაის მთიანეთისკენ აიღებენ, ბოლოს კი იაკუტიაში გაემგზავრებიან, სადაც ავტომობილს გაუსაძლის ყინვაში მოუწევს თავისი უნარის ჩვენება.
იმისათცვის, რომ ეს ექსტრემალური მოგზაურობები ყველამ ნახოს, „ლენდ როვერი“ მათზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს. უფრო მეტიც, კომპანიის ფანებს საშუალება ექნებათ, დარჩენილ სამივე გამოწვევას პირდაპირ რეჟიმში, ინტერნეტის დახმარებით ადევნონ თვალი. გარდა ამისა, ექსპედიციებს გაჰყვებიან საავტომობილო თემაზე მწერალი ცნობილი ბლოგერები, რომლებიც საკუთარი თვალით ნანახს მოთხრობების სახით აღწერენ.

No comments:

Post a Comment