დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 13, 2013

„ჰონდა“ თავის ტურბო ძრავს შემოდგომაზე დაქოქავს

Honda to fire up new F1 2015 engine in autumn this year
13 ივლისი
ბრიტანული ჟურნალი „ავტოსპორტი“ იტყობინება, რომ „ჰონდა“ ფორმულა 1-ის ახალ ტურბო ძრავს, ამ წლის შემოდგომაზე დაქოქავს. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანია დიდი პრიზების არენას 2015 წლის სეზონში დაბრუნდება, როგორც ძრავების მწარმოებელი და პარტნიორობას „მაკლარენს“ გაუწევს.
ახლახანს „ჰონდამ“ გამოაცხადა, რომ ევროპულ ბაზას, რომელიც ფ1-ის ძრავებზე იმუშავებს, მილტონ კეინსში განალაგებს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ძრავზე მუშაობა ტოჩიგის (იაპონია) ცენტრში გაგრძელდება. პროექტის ხელმძღვანელად იასუჰისა არაი დაინიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, ძრავის ძირითადი ნაწილის ამუშავება იგეგმება. ერს-თან ერთად კი ის მომავალ წლამდე ვერ იმუშავებს.
„განრიგის შესაბამისად, ძრავი პირველად შემოდგომაზე უნდა დაიქოქოს. მაგრამ მთავარ აგრეგატთან ერთად, უნდა იმუშაოს სისტემა ერს-მაც და მასთან დაკავშირებულმა ელემენტების ბლოკმაც. ასე რომ, სრული აგრეგატის ამუშავებას ალბათ ერთი წელი მაინც დასჭირდება“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბარში ამბობს არაი.
ის დასძენს, რომ „ჰონდა“ ჯერჯერობით ძრავის შემუშავების ადრეულ ეტაპზეა. კომპანიამ ახლახანს აუნთო პროექტს მწვანე შუქი, თუმცა უკვე საკმაოდ სოლიდური სამუშაოა შესრულებული. და მაინც, ეს ჯერ მხოლოდ ადრეული ეტაპია. არაი ამობს, რომ ძრავის ცალკეული მსხვილი ნაწილების შემუშავება იმ მომენტში უკვე დაწყებული იყო, როცა კომპანიამ ფ1-ში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
„ამ ეტაპზე, ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით ვღებულობთ გადაწყვეტილებებს. საქმეში უამრავი ტექნიკური ელემენტია ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით მასზე მხოლოდ ვსაუბრობთ. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ძრავი თავის მართვის სისტემას კარგად შეეწყობა. იმისათვის, რომ კარგი დანადგარი შევქმნათ, მისი ყველა ნაწილი ერთმანეთს კარგად უნდა ეწყობოდეს“, - დასძენს არაი.

No comments:

Post a Comment