დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 14, 2013

ავსტრალიური სუპერ ავტომობილი ორი ძრავით

1,200 BHP, Twin-Engine Australian Supercar Coming in 2016
14 ივლისი
მალე „ბუგატი“ სრულიად ახალ ავტომობილს შემოგვთავაზებს, რომელსაც ამჟამად „სუპერ ვეირონად“ მოიხსენიებენ. წინასწარ ცნობილია, რომ ამ ავტომობილს 1500-ცხენისძალიანი ძრავი მოემსახურება. ამას რომ ტემპერამენტი ექნება, ნუ იტყვით... მაგრამ ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ავტომობილი, რომელმაც შეიძლება „სუპერ ვეირონს“ რეალური კონკურენცია გაუწიოს. და ეს ავტომობილი ავსტრალიური იქნება.

როგორც გამოცემა „მოტორ აუთორიტი“ იტყობინება, ავსტრალიურ კომპანია HAL-ს, რომელიც ავსტრალიელ ბიზნესმენ პოლ ჰალსტიდს ეკუთვნის, მუშაობს 14.0-ლიტრიან W16 ძრავზე, რომლის სიმძლავრეც 1200 ცხენის ძალა უნდა იყოს. ამ ძრავის მთავარი თავისებურება არც მისი მუშა მოცულობაა, არც სიმძლავრე და არც ცილინდრების W-სებრი განლაგება. ის ორი 7.0-ლიტრიანი V8 ძრავის (სერია LS7) ნაჯვარია, რომლებიც ერთმანთთან 45 გრადუსითაა დახრილი.
ეს ორი ძრავი შედუღებული არ არის. ისინი დამატებითი სტრუქტურითაა დაკავშირებული, რომელიც იმის საშუალებას იძლევა, რომ ორი ძრავის მიერ ცალ-ცალკე გამომუშავებული მაბრუნი მომენტი ერთადერთმა, 6-საფეხურიანმა სეკვენტალურმა კოლოფმა მიიღოს.

ავტომობილის მზიდი სტრუქტურა კარბონისა და კევლარის კომპოზიტისგან დამზადდება. ძრავი კარბონისგან დამზადებულ მონოკოკში მოთავსდება, რომელიც ძრავთან ერთად დამაგრდება მზიდ სისტემაზე. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ, სხვა არაფერია ცნობილი.
ჰალსტიდი ამბობს, რომ თავის სუპერ ავტომობილთან დაკავშირებით, ბიზნეს გეგმა არ აქვს შედგენილი. მაგრამ დასძენს, რომ მას ძალიან შეზღუდული რაოდენობით წარმოებას დაიწყებს, თუ ინვესტორი გამოჩნდება. 14.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა დეტროიტის 2016 წლის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment