დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 29, 2013

„ბეემვეს“პირველი სერიული ელექტრო მობილის პრემიერა

New BMW i3 Officially Introduced, Sales Begin this Fall
29 ივლისი
„ბეემვემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილს, ჰეჩბეკ i3-ს ორიგინალური მსოფლიო პრემიერა მოუწყო - ავტომობილს საბურველი ერთდროულად სამ ქალაქში - ლონდონში, ნიუ იორკსა და პეკინში ახადეს. და ამიერიდან, ელექტრომობილების სერიულად მწარმოებელთა ჯერჯერობით მოკლე სიას, კიდევ ერთი კომპანია შეემატა. მოსწონთ, თუ არა ეს ბავარიული კომპანიის თაყვანისმცემლებს, „ბეემვე“ უკვე გახდა ელექტრომობილების მწარმოებელი.
პრეზენტაციაზე, „ბეემვემ“ ავტომობილის ზოგიერთი დაზუსტებული მახასიათებელი და ფასებიც გაგვაცნო/შეგვახსენა. კერძოდ დადასტურდა, რომ ავტომობილი გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრებზე ნოემბერში გამოვა. ელექტრომობილის ევროპული ფასია 34 950 ევრო. თუ მასზე სვლის სიშორის გასაზრდელ საშუალებას (შიდაწვისორცილინდრიანი ძრავისა და გენერატორის ტანდემი) დააყენებთ, ფასი 4 500 ევროთი გაიზრდება.
„ბეემვეს“ განცხადებით, i3-ის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, მისი მცირე საექსპლუატაციო ხარჯებია. ეს ხარჯები დაახლოებით 40 პროცენტით ნაკლებია „ბეემვეს“ გამაში ყველაზე ეკონომიური 320dA-ს (აღჭურვილია 8-საფეხურიანი ავტომატით) ხარჯებზე. ეს შედეგი, კომპანიამ სამწლიანი საგზაო ტესტებისას დააფიქსირა.

პატარა ელექტრომობილს ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, 100-ს კი 7.2 წამში აღწევს. ამ მხრივ, ის ახლოსაა მეშვიდე თაობის „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ს“ ტემპერამენტთან. თუმცა, როგორც კი სიჩქარე მაქსიმუმს (150 კმ/სთ) მიაღწევს, „გოლფი“ მაშინვე წინ გაიჭრება. სიჩქარე კი ელექტრომობილს იმისთვის აქვს შეზღუდული, რომ უფრო მეტად აჩქარების შემთხვევაში, ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება.
ასეთ მახასიათებლებს, „ბეემვეს“ სპეციალისტებმა ავტომობილის წონის შემცირებით და საკმაოდ მძლავრი (168 ცხ.ძ) ელექტრო ძრავის წყალობით მიაღწიეს. წონის შესამცირებლად, მათ ავტომობილის სტრუქტურაში ინტენსიურად გამოიყენეს კარბონის ბოჭკოთი არმირებული პლასტიკი. აღსანიშნავია, რომ ძრავს შედარებით დაბალი მაბრუნი მომენტი აქვს - 250 ნიუტონმეტრი. და ესეც ენერგიის დასაზოგად გაკეთდა.

No comments:

Post a Comment