დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 10, 2013

„ჰიუნდაი“ ელექტრომობილს გამოუშვებს

Hyundai planning EV for US market
10 ივნისი
კალიფორნიაში საავტომობილო ბაზარზე მეტად მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნები მოქმედებს. იქ მალე ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, თუ გინდა, რომ შტატის ტერიტორიაზე, შენს მიერ გამოშვებული მანქანების გაყიდვის უფლება გქონდეს, შენს გამაში აუცილებლად უნდა ერიოს ისეთები, რომლებსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ანუ, ელექტრომობილები.
აქამდე „ჰიუნდაისთვის“ სუფთა ელექტრომობილები ნაკლებად საინტერესო სფერო იყო. კორეული კომპანია პრიორიტეტულად ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ელექტრომობილების განვითარებას მიიჩნევდა. მალე ასეთი სისტემით აღჭურვილი „ტუსანის“ წარმოებასაც იწყებს. მაგრამ ასეთი ავტომობილები ელექტრული ენერგიის მისაღებად წყალბადს იყენებენ. მისი შესავსები სადგურები კი კალიფორნიაში ძალიან ცოტაა. შესაბამისად, წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილები კალიფორნიელებს ვერ დააინტერესებს.
ამ ეტაპზე, ელემენტების ბლოკით აღჭურვილი ელექტრომობილები შორსაა სრულყოფისგან. მათ ბევრი მინუსი აქვს, თუმცა სრულიად მისაღებია ისეთი მომხმარებლისთვის, ვიხსაც იშვიათად უწევს შორ მანძილზე გადაადგილება და ვისაც საშუალება აქვს, ის შინ დამუხტოს. სხვათა შორის, „ჰიუნდაიც“ მცირე რაოდენობით აწარმოებს ასეთ ავტომობილებს (ბლიუონ - ფოტოზე) და მათ კორეის ბაზარზე ჰყიდის.
„ჰიუნდაი ბლიუონ“ სუბკომპაქტური ელექტრომობილია. ის აღჭურვილია 16.4 კილოვატსაათი ტევადობის ლითიუმ პოლიმერული ელემენტების ბლოკით, რომელიც 135 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 13.1 წამი ჰყოფნის.
იმისათვის, რომ ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი იყოს, ის გაბარიტებშიც უნდა გაიზარდოს და უკეთესი მახასიათებლებიც ჰქონდეს. „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ შეფმა ჯონ კრაფჩიკმა ამასწინათ ეს ავტომობილი ტვიტერზე ახსენა და ეს ფაქტი უმალ აიტაცა გამოცემა „დეტროიტ ბიურომ“.  თუმცა, კონკრეტული ჯერ არაფერი თქმულა...

No comments:

Post a Comment