დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 10, 2013

„ბეემვე“ შეიძლება ფორმულა ერთში დაბრუნდეს

Formula 1 Boss Ecclestone Says BMW Should Return to Formula 1
10 ივნისი
ამაზე თვითონ ბერნი ეკლსტოუნი ლაპარაკობს. გაზეთ „სიტი AM-თან“ საუბრისას, ფ1-ის შეფმა განაცხადა, რომ სრულებით არ გაუკვირდება, თუ „ბეემვე“ ფორმულა ერთში დაბრუნებას გადაწყვეტს. ის დასძენს, რომ ბავარიული კომპანია სპორტში ძალიან ცოტა თანხას ხარჯავს და თავისუფლად შეუძლია დაბრუნება. და მნიშვნელობა არ აქვს, უწინდელივით პარტნიორი (ზაუბერი) ეყოლება, თუ ამჯერად დამოუკიდებლად სცდის ბედს.
„ვფიქრობ, მათ დაბრუნებისთვის ყველანაირი წინაპირობა აქვთ. სპორტში ისინი ძალიან ცოტა თანხას ხარჯავენ და ვფიქრობ, მათთვის დაბრუნებას აზრი აქვს“, - ამბობს ეკლსტოუნი, ვინც არასდროს მალავს, რომ დიდი პრიზების ცირკში, რაც შეიძლება მეტი ავტომწარმოებლის მოზიდვითაა დაინტერესებული.
ბერნის ინტერესი გასაგებია - „ბეემვეს“ დაბრუნება, ფ1-ში ახალ ინვესტიციებს მოიტანს. რაც მთავარია, სპორტს უფრო საინტერესოს გახდის. და ძრავების ასპექტშიც კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს ყველაფერი კი ფ1-ის ჰგანვითარებას შეუწყობს ხელს. ამით კი თავადაც მოგებული დარჩება - ფ1-ის კომერციას ხომ თავად განაგებს.
სხვათა შორის, ბავარიული კომპანიისთვის შეიძლება სტიმული გამოდგეს ის ფაქტი, რომ ახლახანს ფ1-ში დაბრუნების შესახებ გვაუწყა „ჰონდამ“. იაპონური კომპანიაც დაახლოებით მაშინ წავიდა, როცა „ბეემვე“ და „ტოიოტა“. სამივე შემთხვევაში, წასვლის მიზეზი, ეკონომიკური კრიზისი გახდა.
კრიზისი ჯერ არ დასრულებულა (განსაკუთრებით ევროპაში), მაგრამ ის პრაქტიკულად არ შეხებია „ბეემვეს“, რომელიც საწარმოო პროგრამასაც სწრაფი ტემპით აფართოებს და გაყიდვებსაც ზრდის. შესაბამისად, იზრდება მოგებაც. ერთადერთი დიდი სარბოლო სერია, რომელშიც ამჟამად „ბეემვე“ მონაწილეობს არის DTM - გერმანიის ტურინგის კლასის ჩემპიონატი. და ბავარიელები ჯერჯერობით თვლიან, რომ ეს სრულიად საკმარისია...

No comments:

Post a Comment