დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 11, 2013

ახალი „ტვინგო“ – პატარა ავტომობილის მეორედ გამოგონება

Renault Twingo 'reinvents small car'
11 ივნისი
სათაური აღარ გაგაკვირვებთ, როგორც კი გაიგებთ, რომ ახალი „ტვინგო“ უკანა ამძრავიანი იქნება და მასში უკან განლაგდება! სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული კომპანია „თავიდან იგონებს პატარა ავტომობილს“. სხვათა შორის, ეს გამოთქმა ავტორიტეტულ ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარს“ ეკუთვნის და ის ზედმიწევნით გამოხატავს ამ პატარა ავტომობილის კონსტრუქციული სიახლის რევოლუციურ ხასიათს.
ჯერ ერთი, პატარა ავტომობილები წინა ამძრავიანი კეთდება. მეორეც, მათში ძრავი წინ თავსდება ხოლმე. ჯუჯა ავტომობილებისთვის ეს იმდენად კლასიკური შეთანწყობაა, რომ მისი შეცვლა აქამდე წარმოუდგენლად ჩანდა. მაგრამ „რენომ“ სტერეოტიპის წაშლა განიზრახა და პროექტი იმდენად წინაა წასული, რომ მალე მიზანსაც მიაღწევს. ჰო, რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომბებს რევოლუციაში ხელს „დაიმლერიც“ უწყობს, რომელსაც ამ პროექტში თავისი ინტერესი აქვს - ახალი „ტვინგოს“ პლატფოემას, თავისი „სმარტის“ ავტომობილებისთვის გამოიყენებს.
როგორც „რენოს“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კარლოს ტავარესი ამბობს, ახალი „ტვინგო“, რომელიც ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოჩნდება, არის კომპაქტური, საკმაოდ დაკუნთული და თავის გარე გაბარიტებთან შედარებით, საკმაოდ ფართო სალონის მქონე ავტომობილი. სხვათა შორის, უცნაური შეთანწყობის არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ ფართო სალონის მიღება იყო.
„გაგვიმართლა, რომ მუშაობის სუფთა ფურცლიდან დაწყებამ მოგვიწია და ამაში „დაიმლერთან“ პარტნიორობა დაგვეხმარა. ჩვენ სრულიად ახალი პლატფორმის შექმნით დავიწყეთ და ამან სრულიად ახალი პატარა ავტომობილის შექმნის საშუალება მოგვცა. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო. როდესაც ძრავი უკან გადაგაქვს, შეგიძია კაბინის მოცულობა გაზარდო. საბარგულის მოცულობა მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ, ინტერიერის ფუნქციურობა უმჯობესდება“, - ამბობს „რენოს“ დიზაინის შეფი ლორენს ფან დენ აკერი.
ახალი „ტვინგო“ იმ კონცეპტუალური „ტვინ’რან-ის“ სტილში შესრულდება, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ მონაკოს დიდი პრიზის დღეს გვიჩვენა. შეგახსენებთ, რომ ეს კონცეპტი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის უკან განლაგდა და უკანა ბორბლებს ატრიალებს. უფრო ადრე კი იმავე სტილის პიონერი, ასევე კონცეპტუალური (ფუტურისტულ სტილში შესრულებული) „ტვინ’Z“ გახდა.
კონცეპტუალური „ტვინ’რან“, ლეგენდარული „რენო 5-ის“ სტილშია შესრულებული, თუმცა ფან დენ აკერი ამბობს, რომ „ფიატ 500-სგან“ განსხვავებით, ახალი „ტვინგო“ არ იქნება რეტრო ავტომობილი. ანუ, პირველი „რვინგოს“ ერთმოცულობიანი ძარით არ აღიჭურვება. ფან დენ აკერი ამბობს, რომ ერთმოცულობიანი ძარა შესაძლოა კარგიც იყოს, მაგრამ ფეხმავალთა უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრების გამო, ეს ვარიანტი გამოირიცხა.

No comments:

Post a Comment