დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 11, 2013

„ფორდ B-მაქსი“ ევროპის სუბკომპაქტური მინივენების ბესტსელერია

New Ford B-MAX Quickly Becomes Europe’s Best-Selling Small Multi-Activity Vehicle
11 ივნისი
სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ სუბკომპაქტურ მინივენ (კომპანიის განსაზღვრებით, მულტი ექტივიტი ვიიქლ, ანუ მრავალფუნქციური ავტომობილი) „B-მაქსის“ გაყიდვა დაიწყო და ის უკვე თავისი სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.
სამარკეტინგო კვლევებზე სპეციალიზებულ კომპანია „პოლკის“ მონაცემებით, „ფორდ B-მაქსმა“ გაყიდვების დაწყებიდან პირველ სამ თვეში, თავის სეგმენტში 15.3-პროცენტიანი წილი მოიპოვა. ამ პერიოდში, ევროპის 19 ქვეყნის ბაზარზე, სულ 18 500 ცალი „B-მაქსია“ გაყიდული. ცისფერმა ოვალმა ამ ავტომობილის წარმოება ერთი წლის წინ დაიწყო, ნოემბერში კი ეს ავტომობილი სრულად იყო წარმოდგენილი კომპანიის ევროპულ შიურუმებში.
„ფორდ B-მაქსმა“ გაყიდვების მოცულობით პირველ კვარტალში უკან ჩამოიტოვა ბაზრის თავისი სეგმენტის ისეთი ლიდერები, როგორებიცაა „სიტროენ C3 პიკასო“, „ოპელ მერივა“ და „ჰონდა ჯაზი“, ასევე „ფიატ 500L“, რომელიც ბაზარზე ასევე ახალი გამოსულია.
„B-მაქსის“ ევროპელ მყიდველთა ნახევარზე მეტმა, არჩევანი პრემიუმ ვერსია „ტიტანიუმზე“ შეაჩერა, 75-მა პროცენტმა „ფორდ SYNC“ კავშირის ხმოვანი სიგნალის სისტემით აღჭურვილი ვერსიები შეიძინა. 42-მა პროცენტმა კი ბენზინის 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი ვერსია ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ამ ძრავს ახლახანს ზედიზედ მეორედ მიენიჭა წლის საუკეთესო ძრავის წოდება.
„ახალი B-მაქსი ევროპაში სტარტიდანვე შესანიშნავად იყიდება. განსაკუთრებით პოპულარული ის საცალო მყიდველებს შორისაა. თავისი კოხტა დიზაინით, კარების ორიგინალური სისტემით და ინტელექტუალური ტექნოლოგიებით, B-მაქსი მყიდველს იმაზე მეტს აძლევს, ვიდრე ისინი შეიძლება პატარა ავტომობილისგან შეიძლება ელოდონ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი რულანტ ვაარდი, ვინც მარკეტინგის გაყიდვების და სერვისის საქმეებს კურირებს.
„B-მაქსი“ კარების სისტემით გამოირჩევა, რომელიც სალონში შესვლას და იქიდან გადმოსვლას, ასევე ბარგის საბარგულში მოთავსებას აადვილებს. უკანა კარი მოსრიალეა, რისი წყალობითაც, მჭიდრო ადგილას პარკირებისას, მის გაღებას მინიმალური ადგილი სჭირდება. ავტომობილს არ აქვს ტიპური შუა საყრდენი, რომელიც ორივა კარის აგებულებაშია ინტეგრირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილმა „ევრო NCAP-ის” ქრეშ ტესტებისას, უსაფრთხოების შეფასებისას უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა.
გარდა ამისა, „ფორდ B-მაქსი“ შარან საერთაშრისო კონკურს „ავტობესტის“ გამარჯვებული გახდა. ისვე გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ ჩატარებულმა კონკურსმა „ავტონის ევარდსმა“, ყველაზე მომხიბვლელ მინივენადაც აღიარა.

No comments:

Post a Comment