დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 5, 2013

„SSC ტუატარა“ 1350 ცხენის ძალით

SSC Tuatara Dyno Tested at 1,350HP, Deliveries May Start This December
5 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, ამერიკული კომპანია SSC ჰიპერ ავტომობილ „ტუატარაზე“ მუშაობს და აქამდე მის შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა. თუმცა, ახლახანს საიდუმლოებას ფარდა გამოცემა „გიზმაგმა“ ახადა, რომელმაც „გვახარა“, რომ მალე ჯიბესქელ მოკვდავებს, ამ ავტომობილის შეძენის საშუალება მიეცემათ. რაც მთავარია, გავრცელებული ინფორმაცია ირწმუნება, რომ „ტუატარა“ მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი გახდება.

შუაძრავიანი ავტომობილი 6.9-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლისგანაც 1350 ცხენის ძალას და 1 733 ნიუტონმეტრს ღებულობს. თანაც, ასეთი მხეცის „საკვებად“ სტანდარტულ პრემიუმ (ოქტანობა 91) ბენზინს იყენებენ. ძრავის მონაცემები დინამომეტრიული სტენდიდანაა აღებული, რომელმაც პირველადი მონაცემებიდან სიმძლავრე დაადასტურა, მაბრუნი მომენტი კი 320 ნიუტონმეტრით გაზარდა. სხვათა შორის, კომპანია ირწმუნება, რომ ძრავის პოტენციალი გაცილებით მეტი სიმძლავრის (1700 ცხენის ძალის ფარგლებში) მოხსნის საშუალებას იძლევა.
„ძალიან მეამაყება, რომ ამ პროექტში მონაწილე ინჟინერთა ჯგუფში ვარ. ამ მანქანამ დაგვიმტკიცა, რომ თავისი წარმოუდგენელი მახასიათებლების მიუხედავად, ყოველდღიურად მისი მოხმარება პრობლემა არაა. იმავდროულად, მას შეუძლია ნებისმიერი ტრასის სიჩქარის რეკორდის მოხსნა. ეს ნამდვილი შედევრია“, - ამბობს SSC-ს დამფუძნებელი ჯეროდ შელბი.
ყოველდღიური სარგებლობისთვის ასეთი სიმძლავრის მოთვინიერება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ამ საქმეში „ტუატარას“ ელექტრონული დამხმარე სისტემები უწყობს ხელს. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ტრექშნ კონტროლი. უსაფრთხო მართვას ასევე ემსახურება აქტიური საკიდარი.
SSC-ს ინფორმაციით, 1 247-კილოგრამიანი „ტუატარას“ მაქსიმალური სიჩქარე 442.5 კმ/სთ-ია, რაც ახლანდელი უსწრაფესი სერიული ავტომობილის, „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტის“ მაქსიმალურ სიჩქარეზე მეტია. „ტუატარას“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.5 წამი ჰყოფნის, ადგილიდან მეოთხედი მილის (დაახლოებით 400 მეტრი) გასავლელად 9.75 წამი სჭირდება. 0-100-0 აჩქარება-გაჩერებას კი 11.25 წამში ასწრებს.
„ტუატარას“ გაყიდვები ამ წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მისი ფასი 1 300 000 დოლარი იქნება.

No comments:

Post a Comment