დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 6, 2013

„ბეემვე i3-ის“ გაყიდვები ივლისში დაიწყება


BMW i3 to go on sale in July
6 მაისი
„ბეემვეს“ არაოფიციალური წყაროს მიერ, ჟურნალ „ავტოქარ-ისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, საქალაქო ელექტრომობილ i3-ზე შეკვეთების მიღება ივლისში დაიწყება. იმავე წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთში ამ ავტომობილის სრულიად ელექტრული ვერსიის ფასი 35 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, იმ ვერსიისა კი, რომელიც სვლის სიშორის გასაზრდელად შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება - 38 000 გირვანქა სტერლინგი.

ევროპელი დილერების შოურუმებში კი ავტომობილი ოქტომბერში გამოჩნდება. ამგვარად, ის გაცილებით ძვირია თავის უშუალო კონკურენტებზე - „ნისან ლიფზე“ და „შევროლე ვოლტზე“, რომლებსაც კურსი გაიაფებისკენ უჭირავთ. ფასის მიხედვით კი გამორჩეულ ფავორიტად „რენო ზოი“ დარჩება, რომლის ფასიც, შიდაწვისძრავიან ანალოგისაზე ოდნავ მაღალია და რომელზეც მყიდველს ელემენტების ბლოკს ლიზინგით სთავაზობენ.
i3 პირველი ელექტრომობილია, რომლის წარმოებასაც „ბეემვე“ იწყებს. მაგრამ არა ერთადერთი. მას მალე სპორტული i8 მოჰყვება, რომლის სავარაუდო ფასიც 100 000 გირვანქა სტერლინგი უნდა იყოს. შემდგ კი ჯერი i3-ის სამკარიან ვერსიაზე მიდგება, რომელიც კონცეპტუალური ვერსიის სახით, ბავარიელებმა შარშან უკვე გაგვაცნეს. ამ ორ ავტომობილს ერთნაირი ძალური დანადგარები ექნება.
გარდა ამისა, იმავე წყაროს ინფორმაციით, გერმანული კომპანია წარმოებისთვის კიდევ ოთხ ელექტრომობილს ამზადებს. წყაროს მათზე კონკრეტული ინფორმაცია არ გაუმხელია, თუმცა თქვა, რომ ისინი საშუალო ზომისანი იქნებიან. მანვე ივარაუდა, რომ „ბეემვეს“ ჯერჯერობით X3-ის ან X5-ის ტიპის ელექტრომობილების წარმოება გეგმაში არ აქვს. ამის მიზეზი კი i-მოდელების სპეციფიკური აგებულებაა.
პარალელურად, ელექტრომობილებზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს, „ბეემვე“ თავის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების მწვანე ვერსიებზე გამოიყენებს. i3-ს და i8-ს ბავარიელები მათზე ბაზრის რეაქციის შესასწავლადაც გამოიყენებენ. მარკეტოლოგთა განცხადებით, i3 ტიპიური საქალაქო ავტომობილია, რომელიც ქალაქის პირობებში ელექტრომობილის უპირატესობებს ნათლად წარმოაჩენს. i8 კი არის იმის მაგალითი, რომ ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვილ ავტომობილს შეიძლება სუპერ ავტომობილის შესაფერისი ტემპერამენტი ჰქონდეს.

No comments:

Post a Comment