დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 6, 2013

ლატვიური სარბოლი ელექტრული პროტოტიპი პაიკს პიკზე

Latvian-Made All-Electric, AWD Racer Built to Tackle Pikes Peak
6 მაისი
ინტერნეტი, გლობალიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს მოჰკიდოთ ხელი და თუ ნებისყოფა და ფული გაქვთ, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ პატარა ლატვიური კომპანია, რომელსაც „დრაივ-eO“ ჰქვია, პაიკს პიკისთვის რბოლისთვის სპორტული პროტოტიპის კლასის ავტომობილის დამზადებას გადაწყვეტდა და მას ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვავდა. თანაც, ამ ყველაფრის გაკეთებას გარაჟის ტიპის სახელოსნოში დაიწყებდა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ერთ დროს, ფორმულა ერთის მანქანებსაც კი საკუთარ ავტოფარეხში ქმნიდნენ და ის დროც იყო, როდესაც სახანძრო ტუმბოს ძრავის ბაზაზე შექმნილ ძრავებსაც კი იყენებდნენ. დღეს ეს ფ1-ში წარმოუდგენელია. არამარტო ფ1-ში, არამედ გაცილებით დაბალი კლასის სარბოლო სერიებშიც. მაგრამ როგორც ჩანს, პაიკს პიკის სპეციფიკა ამის საშუალებას ჯერ კიდევ იძლევა. და ლატვიელებმაც ამ შანსის გამოყენება განიზრახეს.
ავტომობილი, სახელად PP01, სრულამძრავიანია. მას არ აქვს ტრანსმისია და როგორც ჩანს (ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა), ყოველ ბორბალს „თავისი“ ელექტრო ძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 540 ცხენის ძალას აღწევს. პროექტის ხელმძღვანელი ანდრის დამბისი, ამ ტიპის ამძრავ მექანიზმს, „უშუალო სრულამძრავიანს“ (დაირექტ ოლ-უილ დრაივ) უწოდებს.

პაიკს პიკზე მხოლოდ გამოსვლა და ოლიმპიური მიზნის მიღწევა, ლატვიური კომპანიის თვითმიზანი სულაც არაა. პირიქით, „დრაივ-eO-ს“ პაიკს პიკის ახლანდელი რეკორდის (ალბათ ელექტრომობილების რეკორდი იგულისხმება) დამხობა სურს. დამბისი ამბობს, რომ მის ავტომობილს ამის უნარი ექნება. თუმცა ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ წლვანდელი პაიკს პიკის რბოლა ყველა კატეგორიაში არნახულად დაძაბული იქნება. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ელექტრომობილების კლასში, თვით ლეგენდარული „მონსტრი“, პაიკს პიკის შვიდგზის ჩემპიონი, იაპონელი ნობუჰირო ტაძიმა იასპარეზებს.
თუმცა, არ გეგონოთ, რომ ლატვიური კომპანია სუფთა ფურცლიდან იწყებს ყველაფერს. მას სოლიდური გამოცდილება აქვს. ის შეკვეთებით აწარმოებს დაკარის ტიპის უგზოობის ავტომობილებს, რომელთაგან ბოლო ელექტრომობილია. ამ ავტომობილს კი ტესტებზე მიყოლებით 18 000 კილომეტრი აქვს გავლილი.
მოკლედ, „დრაივ-eO“ პაიკს პიკისთვის შექმნილ ბოლიდს ტესტებისთვის ტრასაზე მალე გამოიყვანს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამერიკის გზას გაუყენებს.

No comments:

Post a Comment