დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 28, 2013

„ფორდი“ F-სერიის პიკაპებისთვის წარმოებისას სიახლეს გამოიყენებს

Ford Showcases Revolutionary Technology for F-Series Trucks
28 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ პიკაპების წარმოების პროცესში ახალ, 3D გამოსახულებიან ტექნოლოგიას დანერგავს, რაც უკანა ღერძების წარმოებისას, უწესივრობათა ადრეულ გამოვლენასა და ამგვარად, წარმოების ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება.

ახალ ტექნოლოგიას „ფოტოგრამმეტრიკული მატრიცული აღმქმელი“ (PPR) უწოდეს. ის ითვალისწინებს აწყობის პროცესში, ღერძისთვის გადაღებული 9000 ფოტოს იმგვარად აწყობას, რომ მკაფიო სამგანზომილებიანი გამოსახულება შეიქმნას, რომელიც შემდგომში ვიზუალურ დათვალიერებას გაივლის. ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ ტექნოლოგიის დახმარებით, უფრო მტკიცე, გლუვი და უხმაურო პიკაპების წარმოებას შეძლებს.
„ტექნოლოგია PPR არის ხარისხის კონტროლის შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც კომერციული პიკაპების წარმოებაში დავნერგავთ. ძველი ტექნოლოგიითაც, რომელიც უკანა ღერძების მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლება, ჩვენ მომხმარებელს საიმედო, მტკიცე ავტომობილებს ვთავაზობთ. ახალი ტექნოლოგიით კი ხარისხის ინსპექციას გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად ჩავატარებთ. ის იმ წუნის აღმოჩენაშიც დაგვეხმარება, რომლებსაც ადამიანის თვალი ვერ ხედავს. ჩვნ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. ეს სისტემა კი მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვაკეთებთ კიდევ უფრო გამძლე და საიმედო მანქანებს“, - ამბობს „ფორდის“ მოწინავე წარმოების ჯგუფის ინჟინარი დევიდ გრეივლი.
ცნობისათვის, 28 წელია, „ფორდის“ F-სერიის პიკაპები, ამერიკის შესაბამის სეგმენტზე ლიდერობენ. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ მსუბუქი სატვირთო ავტომობილების ეს ოჯახი ლიდერის პოზიციას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

No comments:

Post a Comment